07 ნოე - 06 დეკ
ვიპ
ბუღალტერ - ოპერატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1375
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@reneco.ge
რენეკო წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.
კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.
ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.
პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.
კომპანია რენეკო აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ - ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი.
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 სთ.
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1375 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
- ბანკის ამონაწერის დამუშავება და საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
- სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
- დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი;
- საბუღალტრო აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება;
- საქმიანობასთან დაკავშირებული რეპორტების წარმოება;
- კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით;
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის კარგად ცოდნა;
- სასურველია პროგრამა APEX -ში ან სხვა ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
დროის ეფექტურად მართვის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
ორგანიზებულობა;
გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@reneco.ge „სათაურის“ ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 663
უნიკალური ნახვები 636