08 ნოე - 07 დეკ
სტანდარტი
ავტოგასამართ სადგურზე უფროსი ჩამსხმელი ოპერატორი
თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ.
თბილისი, სანზონა, ფეიქართა ქ.
თბილისი, გლდანი, შეშელიძის ქ.
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancyhr@gct.com.ge
სს "ტოტალ 100" აცხადებს ვაკანსიას ავტოგასამართ სადგურზე უფროსი ჩამსხმელი ოპერატორის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა / გურამიშვილის გამზირი / შეშელიძის ქუჩა / ფეიქრების ქუჩა / აღმაშენებლის ხეივანი / მოსკოვის გამზირი
სამუშაო გრაფიკი: ცვლა (სამ დღეში ერთელ 24 საათი)
ანაზღაურება: ცვლაში 75 ლარი + ბონუსი (რეალიზაციის მიხედვით)+დაზღვევა
საპენსიოს სრულად ფარავს კომპანია
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის საჭიროების დადგენა
- საწვავის რეალიზაცია ორგანიზაციაში არსებული სტანდარტების დაცვით
- სალარო ოპერაციების შესრულება
- მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება
- ცვლის მანძილზე სრულყოფილი სამუშაო პროცესის მართვა/დახურვა
- ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია რუსულის ან ინგლისური ენების საბაზისო ცოდნა
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელური
- შრომისმოყვარე, ენერგიული, პუნქტუალური
დაინეტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზვანოთ შემდეგ მისამართზე: vacancyhr@gct.com.ge გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს “ჯსთ რითეილის” მიერ (ს/კ:405635629), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მხოლოდ კონკრეტულ პოზიციაზე პირის დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. კომპანია არ ინახავს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომელთა დასაქმებაც არ მომხდარა კომპანიის მიერ.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: vacancyhr@gct.com.ge
თუ გსურთ, თქვენი რეზიუმე განხილულ იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებთან მიმართებით, გთხოვთ თქვენი რეზიუმე და შესაბამისი თანხმობა, გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე:vacancyhr@gct.com.ge სახელწოდებით “რეზერვი”. მიღებული ინფორმაცია აისახება შპს “ჯსთ რითეილის” აპლიკანტების რეესტრში/რეზერვში და დაგიკავშირდებით თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ბაზაში/რეზერვში თქვენი რეზიუმე შეინახება 1 წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ, კი რეზიუმე წაიშლება/განადგურდება.
ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ავტო-მოტო სერვისი
აგს-ის ოპერატორი
ნახვები 51
უნიკალური ნახვები 50