შემდეგი
08 ნოე - 08 დეკ
დეველოპერული პროექტების გაყიდვების ასისტენტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@grea.ge
საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA) - კომპანია რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: „ლისი ტოპოგრაფი“, „არსენალი რეზიდენსი“ და სხვა) გუნდში ეძებს დეველოპერული პროექტების გაყიდვების ასისტენტს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება:
- პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
- კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება;
- პორტფელში არსებული კლიენტების ბაზის მართვა, გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელთან კოორდინირებით;
- გაყიდვების ოფისის ადმინისტრაციული პროცესების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამართული ვერბალური კომუნიკაცია, მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
- საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი;
- უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი;
- კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტ (CRM) სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენთვის გამოცდილებაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი + ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@grea.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე www.grea.ge
გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი)
ნახვები 11
უნიკალური ნახვები 11