შემდეგი
08 ნოე - 07 დეკ
სტარტი
ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელეფონი: 0322 75 25 20
შპს უნივერსიტეტი გეომედი, საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ (მუხლი 34, მუხლი 35) და აკადემიური პერსონალის არჩევისა და დანიშვნის წესის საფუძველზე, აცხადებს ღია კონკურსს სტომატოლოგიის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის და მედიცინის (დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ქართული და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები) ფაკულტეტებზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
სტომატოლოგიის ფაკულტეტი (მიმართულება: სამედიცინო ბიოლოგია; ორთოპედიული სტომატოლოგია; შინაგან სნეულებათა პროპედევტიკა; სამედიცინო ქიმია; თერაპიული სტომატოლოგია; ფარმაკოლოგია):
პროფესორი – 3
ასოცირებული პროფესორი – 3
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი (მიმართულება: ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია; ფიზიკური და კოგნიტური დარღვევები და მათი რეაბილიტაცია; სპორტის სოციოლოგია):
პროფესორი – 3
ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი (მიმართულება: ეკონომიკის პრინციპები):
პროფესორი – 1
მედიცინის ფაკულტეტი (მიმართულება: მეანობა, გინეკოლოგია; ზოგადი ქირურგია; ჰისტოლოგია, ციტოლოგია, ემბრიოლოგია; ანატომია; აკადემიური წერა; პრევენციული მედიცინა; სამედიცინო ფიზიკა და ბიოფიზიკა; პედიატრია; ლათინური ენა, სამედიცინო ტერმინოლოგია; კლინიკური ტოქსიკოლოგია; ფილოსოფია; ფსიქიატრია; შინაგანი დაავადებები; ინფექციური დაავადებები):
პროფესორი – 5
ასოცირებული პროფესორი – 6
ასისტენტ-პროფესორი – 5
ასისტენტი – 4
პროფესორი და ასოცირებული პროფესორი თანამდებობაზე აირჩევა 7 (შვიდი) წლის ვადით. ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი თანამდებობაზე აირჩევა 3 (სამი) წლის ვადით.
აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა, განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება);
- ბოლო 5 წლის განმავლობაში რეცენზირებად და რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების სია, სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა;
- ავტობიოგრაფია CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- შესაბამისი სილაბუსი (ასისტენტის თანამდებობაზე სილაბუსის წარმოდგენა არ მოითხოვება);
- ორი ფოტო სურათი ელექტრონული (CD) სახით;
- სამეცნიერო -კვლევითი მუშაობის კონცეფცია;
- ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
- კლინიკური დისციპლინის შემთხვევაში: კლინიკური მუშაობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ცნობა და შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
- კლინიკურ მიმართულებებში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა, რომელიც არ მოღვაწეობს უნივერსიტეტის კონტრაქტორ კლინიკებში, უნდა წარმოადგინოს თანხმობის წერილი კლინიკის ხელმძღვანელისაგან (დანართი 2), სადაც განხორციელდება სასწავლო პროცესი;
- დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის არანაკლებ 1 წლის განმავლობაში განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ. ), ან გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ.
საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა – 2024 წლის 12 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10.00საათიდან 17.00 საათამდე;
ტესტირება ინგლისურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 24 დეკემბერს 10.00 სთ -17.00 სთ.
გასაუბრება სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის კონცეფციის თაობაზე ჩატარდება 2024 წლის 25 დეკემბერს 10.00 სთ -17.00 სთ.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2024 წლის 26 დეკემბერს.
კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა – 2024 წლის 27 დეკემბრის 17.00 საათამდე;
2024 წლის 30-31 დეკემბერი დაეთმობა სააპელაციო კომისიის მუშაობას.
ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge
ტელ.: 2 75 25 20
მიმაგრებული ფაილები:
მეცნიერება/განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები 204
უნიკალური ნახვები 199