შემდეგი
12 ნოე - 30 ნოე
ვიპ
ადმინისტრაციული ასისტენტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- მაგისტრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruitment@mgeorgia.ge
MBGeorgia აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული (09:00 საათიდან 18:00 საათამდე; სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი)
კომპანიის შესახებ: JSC MBGeorgia წარმოადგენს გლობალური ჯგუფის, MBev Holding AG (ემბევ ჰოლდინგ აგ)-ს ჯგუფის წევრ კომპანიას და ამავდროულად საქართველოში ფლობს 2 ღვინის კომპნიას, სს შატო მუხრანსა და შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიას. JSC MBGeorgia-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუცია საქართველოში.
ძირითადი მოვალეობები:
- კორესპოდენციის წარმოება
- ზარებზე პასუხი
- დოკუმეტაციის თარგმა (საჭიროებისას)
- შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება
- ოფისის სამეურნეო მარაგის დროულად შეკვეთა (საკანცელარიო ნივთები, ყავა, ჩაი და აშ)
- ოფისის ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი და სამუშაოების კოორდინაცია
- ოფისის სტუმრების დახვედრა/გამასპინძლება
- მძღოლების სამუშაოს კოორდინირება და მათი ზედამხედველობა
- ოფისის დიასახლისის მართვა/სამუშაოს დაგეგმვა/კონტროლი
- საჭიროებისას, პოზიციისთვის შესაფერისი სხვა მოვალეობების შესრულება
ასისტენტის დამატებითი მოვალეობები:
- დასაქმებულთა სამუშაო დროის აღრიცხვა
- ორგანიზაციული სტრუქტურის განახლება
- დასაქმებულთა შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის მატარებელი ბაზების ყოველთვიურად განახლება
- რეზიუმეების პირველადი განხილვა
- Compliance Manager/HR-ის სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა/განხორციელება
საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
- აკადემიური განათლება (მაგისტრანტები, კურს დამთავრებულები)
- Excel, Word, PP - პრაქტიკული ცოდნა (სავალდებულო)
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - უნდა შეეძლოს თავისუფლად საუბარი ორივე ენაზე; რუსულად წერა არ არის სავალდებულო)
- დროის მართვა
- ანალიტიკური აზროვნება
- დეტალებზე ორიენტაცია
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე recruitment@mgeorgia.ge არაუგვიანეს 2024 წლის 30 ნოემბრისა. გთხოვთ საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
წარმატებას გისურვებთ!
JSC MBGeorgia მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ინახება 1 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენი კომპანიის სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, ან წაშალა, მითითებულ მეილზე წერილობითი მიმართვის გზით.
ადმინისტრაცია
ადმინისტრაციული თანაშემწე
ნახვები 268
უნიკალური ნახვები 250