შემდეგი
11 ნოე - 10 დეკ
სტანდარტი
ბიზნეს სესხების განყოფილებაში მიკრო სესხების ოფიცერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@silkbank.ge
ჩვენ ვართ ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ბანკი და მისწრაფება გვაქვს, რომ ვიყოთ თანამედროვე და ინოვაციური. ჩვენი მიზანია შევქმნათ უნიკალური სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომლები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს, გახდე განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი!
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში ბიზნეს სესხების განყოფილებაში მიკრო სესხების ოფიცერის თანამდებობაზე
გახდი საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს ჯგუფის ნაწილი და მიიღე მონაწილეობა ახალი ბანკის მშენებლობაში. განვითარდი და გახდი გუნდის ლიდერი და სექტორის ლიდერი ჩვენთან ერთად!
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი# 2
დამატებითი ბენეფიტები:
ჯანმრთელობის დაზღვევა;
სასიამოვნო სამუშაო გარემო.
პროფესიული მოვალეობანი და ძირითადი ფუნქციები:
- ახალი კლიენტების მოზიდვა;
- ბიზნესის ობიექტის მონაცემების შეგროვება-დამუშავება, ფინანსური ანალიზის მომზადება;
- საკრედიტო კომიტეტზე განაცხადის გატანა და დამტკიცების შემთხვევაში სესხის გაცემა;
- მიმდინარე პორტფელის მომსახურება და მონიტორინგი
- პრობლემურ მსესხებლებთან მუშაობა.
შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:
სასურველია 1 წლიანი გამოცდილება მიკრო სესხების ოფიცერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია - ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე , ბიზნეს ადმინისტრირება).
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge;
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტრადებათ გასაუბრება და ტესტირება.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს „სილქ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 10 დეკემბერი.
საბანკო
საბანკო(ზოგადი)
ნახვები 34
უნიკალური ნახვები 31