12 ნოე - 11 დეკ
სტანდარტი
მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@4hs.ge
4Hospitals სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს;
"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ცნობადობის მუდმივი ზრდის უზრუნველყოფის კამპანიების დაგეგმვა
- კომპანიის მარკეტინგული აქტივობების თანმიმდევრული დაგეგმვა
- სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების ორგანიზებაში აქტიური ჩართულობა
- კომპანიის მიზნობრივი ბაზრის მუდმივი ანალიტიკის წარმოება, კონკურენტების, ბრენდის ცნობადობის და სხვა პარამეტრების გაზომვის მიზნით; ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის
- კომპანიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის დაგეგმვა სხვადასხვა არხების აქტიური გამოყენებით, განსაზღვრული ბრენდის სტრატეგიის შესაბამისად
- კომპანიის მარკეტინგული ატრიბუტიკის მუდმივი განახლების უზრუნველყოფა და მარაგების შევსება, ბრენდ-ბუქის შესაბამისად;
- კომპანიის საიმიჯო კამპანიებისა და ღონისძიებების დაგეგმვა, ცნობადობის ამაღლების მიზნით;
- სოციალური ქსელების პოლიტიკის მართვა, შესაბამისი შინაარსისა და დიზაინის პოსტების მომზადებისა და დროულად განთავსების უზრუნველყოფა;
- ყოველთვიური აქტივობების გეგმების შედგენა, ყველა აქტივობის შესაბამისი დაგეგმვა
- ბაზრის კვლევების დაგეგმვა-ორგანიზება, როგორც კომპანიის შიდა რესურსების გამოყენებით, ასევე გარე შემსრულებლებთან თანამშრომლობის გზით;
- იდეების გენერირება მარკეტინგულ აქტოვობებთან დაკავშირებით, საუკეთესო იდეების გამოკვეთა და მათი განხორციელების გეგმის შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან
- ურთიერთობების განვითარება პოლიგრაფიულ და სარეკლამო კომპანიებთან და მათთვის დაკვეთების მიცემა, კომპანიისათვის ხელსაყრელი პირობებით;
- კონკურენტების მარკეტინგული აქტივობების მუდმივი მონიტორინგი, მათი ეფექტიანობის გაზომვა და საპასუხო მოქმედებების დაგეგმვა.
- ტექსტების შემუშავება, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე კომპანიის სხვა ოფიციალურ არხებში განთავსების მიზნით;
- დიზაინის მიმართულებით აქტიური მუშაობა დიზაინერებთან და სოც-მედიის მენეჯერთან ერთად, ვერსიების წარდგენა მენეჯმენტისთვის და საბოლოო ვარიანტის დახვეწა-განთავსება შესაბამის არხებში;
- Photoshop/Illustrator-ის საბაზისო დონეზე ცოდნა, ფოტოების დამუშავება და ვიზუალების მომზადება;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და სხვა ვებ-გვერდებზე ინფორმაციის, ბლოგების, სტატიები და ა.შ მომზადება, და დიზაინების უზრუნველყოფა და განთავსება;
- კომპანიის სიახლეებთან დაკავშირებით მუდმივი ინფორმაციის განახლება კომპანიის სოციალურ ქსელებსა და ვებ-გვერდზე;
- კომპანიის ვებ-გვერდის მუდმივი განახლების უზრუნველყოფა, შესაბამისი კონტენტის მუდმივი გენერირება და მიწოდება ვებ-გვერდის ადმინისტრატორისათვის;
- კომპანიის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიღება საპროდუქტე მიმართულების მენეჯერებისგან და ამ ინფორმაციის ადაპტაცია სხვადასხვა არხებში განთავსების მიზნით;
- საპროდუქტე კატალოგების მომზადების ორგანიზება, დიზაინის, შინაარსის და ყველა საჭირო მიმართულებით და მათი დაბეჭდვა, მინიმალური რესურსების გამოყენებით;
- კომპანიის კომერციის გუნდის მაქსიმალური მხარდაჭერა, სხვადასხვა გამოფენებისა და ღონისძიებების ორგანიზების პროცესში;
- ინტენსიური კონაქტის წარმოება სხვადასხვა მომწოდებელი კომპანიების მარკეტინგის დეპარტამენტებთან, მათთან ერთობლივი კო-ბრენდული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების მიზნით;
- ფოტო-ვიდეო გადაღებების ორგანიზება, კომპანიის სხვადასხვა აქტივობების და საპროდუქტე მიმართულებების წარმოჩენის მიზნით;
- კომპანიაში არსებული წესის თანახმად, ყოველი თვის 5 რიცხვამდე მიმდინარე თვის დაგეგმვის რეპორტის მოწოდება;
- ყოველი თვის ბოლო რიცხვში გასული თვის რეპორტის წარმოება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემულ დავალებებზე მყისიერი რეაგირება და მისი სისრულეში მოყვანა დედლაინების დაცვის გათვალისწინებით.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პროაქტიურობა;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოში თუ გინდა მუშაობა, კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობაც თუ გიზიდავს, მაშინ ეს ვაკანსია შენია.
ჯანმრთელობის დაზღვევა გექნება და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს შენი ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე განვიხილავ.
თუ ვაკანსიის პირობები შენთვის საინტერესოა, გამოგვიგზვანე რეზიუმე მისამართზე: vacancy@4hs.ge არა უგვიანეს 2024 წლის 12 დეკემბრისა..
გთხოვთ, ,,subject’’-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
4Hospitals გისურვებთ წარმატებას!
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ზოგადი მარკეტინგი
ნახვები 59
უნიკალური ნახვები 58