12 ნოე - 11 დეკ
კლიენტებთან მუშაობის მენეჯერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 1000
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მაქსიმი - 'maxim' აცხადებს ვაკანსიას კლიენტებთან მუშაობის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

გვესაჭიროება თანამშრომელი, რომელიც:

  • იმუშავებს მძღოლებთან (დაარეგისტრირებს მათ პროგრამაში, დაეხმარება მუშაობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში);
  • განიხილავს კლიენტების მომართვებს;
  • განახორციელებს ურთიერთქმედებას სხვა განყოფილებებთან მიმდინარე ამოცანების გადასაწყვეტად;


იმედი გვაქვს, რომ თქვენ:

  • ხართ ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული;
  • ხართ ღია და კომუნიკაბელური;
  • გაქვთ რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
  • მზად ხართ დიდი რაოდენობის ზარების განსახორციელებლად;
  • არ დაიბნევით კონფლიქტურ სიტუაციაში;
  • გაქვთ კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება;

ჩვენ გთავაზობთ:

  • მუშაობას თანამედროვე საერთაშორისო კომპანიაში;
  • დასაქმებას შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე;
  • კომფორტულ პირობებს;
  • ხელფასს 1000 ლარის ოდენობით;
  • დროულ და მაჩვენებლების მიხედვით მზარდ ანაზღაურებას;
  • შრომის ანაზღაურებას სტაჟირების პირველივე დღიდან და უფასო სწავლებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გადმოგვიგზავნეთ შემდეგ მეილზე: 111jobs.hr@gmail.com გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.


გისურვებთ წარმატებას!


სერვის „Maxim“-ის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმეს (CV-ს) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ სერვისი „Maxim“-ი უფლებამოსილია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.


ადასტურებთ, რომ გაქვთ ინფორმაცია თქვენი უფლების შესახებ გამოითხოვოთ ან/და მიიღოთ ინფორმაცია სერვის „Maxim“-ის მიერ თქვენ შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შესახებ. კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება.


ასევე, ანიჭებთ უფლებას სერვის „Maxim“-ს, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიწოდებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, იმავე ან სხვა პოზიციაზე დასაქმების შემდგომი განხილვის მიზნით.

ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი
ნახვები 34
უნიკალური ნახვები 34