12 ნოე - 12 დეკ
სტარტი
ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობის ლაბორატორიის მეცნიერ –თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • მაგისტრი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 599959913
სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა–ტექნიკის ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობის ლაბორატორია
მეცნიერ – თანამშრომელი –2 (ორი) სრული საშტატო განაკვეთი

მეცნიერ–თანამშრომლის კონკურსის პირობები:

კონკურსანტს უნდა ჰქონდეს:
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • ლაბორატორიის მიმართულების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება;
  • კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და ერთ-ერთ უცხო ენას;
  • კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ / ან მითითებულ ელ-ფოსტაზე (xlomidze@sipt.org.ge) უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:
  • განცხადება (იხ. განცხადების ფორმა);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია/CV;
  • სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომის სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
  • ინფორმაცია სახელშეკრულებო (არასაბიუჯეტო, საგრანტო პროექტებში) ) სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი;
  • შესაბამისი დარგის ორი მეცნიერის რეკომენდაცია წერილობით.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. დოკუმენტაციის განხილვა და გასაუბრება
-არასრული და არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება;
საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად ელ-ფოსტაზე: xlomidze@sipt.org.ge

2024 წლის 13 დეკემბრის 10 საათიდან 16 დეკემბრის 18 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
– კონკურსი გაიმართება 2024 წლის 17 და 18 დეკემბერს.
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი
ხათუნა ლომიძე
ტელეფონი +995 599959913
მეცნიერება/განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები 19
უნიკალური ნახვები 19
მსგავსი განცხადებები