შემდეგი
12 ნოე - 12 დეკ
სტარტი
ღია კონკურსი-რადიოფიზიკური და ელექტრონული სისტემების მოდელირებისა დასისტემატექნიკის განყოფილება
თბილისი
- სრული განაკვეთი
- დოქტორი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 5 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: xlomidze@sipt.org.ge
ტელეფონი: +995 599959913
სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა–ტექნიკის ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: რადიოფიზიკური და ელექტრონული სისტემების მოდელირებისა დასისტემატექნიკის განყოფილება
უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი- 1 (ერთი) სრული საშტატო განაკვეთი;
მეცნიერ-თანამშრომელი- 1 (ერთი) არასრული საშტატო განაკვეთი ;
უფროსი მეცნიერ–თანამშრომლის კონკურსის პირობები:
კონკურსანტს უნდა ჰქონდეს:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- ლაბორატორიის მიმართულების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და ერთ-ერთ უცხო ენას;
- კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი.
მეცნიერ–თანამშრომლის კონკურსის პირობები:
კონკურსანტს უნდა ჰქონდეს:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- განყოფილების მიმართულების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება;
- კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და ერთ-ერთ უცხო ენას;
- კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ / ან მითითებულ ელ-ფოსტაზე (xlomidze@sipt.org.ge) უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება (იხ. განცხადების ფორმა);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ავტობიოგრაფია/CV;
- სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- ერთი სამეცნიერო ნაშრომის სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
- ინფორმაცია სახელშეკრულებო (არასაბიუჯეტო, საგრანტო პროექტებში) ) სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი;
- შესაბამისი დარგის ორი მეცნიერის რეკომენდაცია წერილობით.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. დოკუმენტაციის განხილვა და გასაუბრება
არასრული და არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება;
საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად ელ-ფოსტაზე: xlomidze@sipt.org.ge
2024 წლის 13 დეკემბრის 10 საათიდან 16 დეკემბრის 18 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
კონკურსი გაიმართება 2024 წლის 17 და 18 დეკემბერს.
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი
ხათუნა ლომიძე
ტელეფონი +995 599959913
მეცნიერება/განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები 12
უნიკალური ნახვები 12