12 ნოე - 10 დეკ
სტანდარტი
ექთნის დამხმარე
თბილისი
- სრული განაკვეთი
- საშუალო განათლება
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Vacancy.Surgery@aversi.com
ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ექთნის დამხმარე(სხვადასხვა დეპარტამენტში)
სავალდებულოა:
- საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (II კურსიდან).
სასურველია:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- უცხო ენების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
- კლინიკაში არსებული სადეზინფექციო ხსნარების – დამზადება/გამოყენება;
- სამედიცინო ნარჩენების სეგრეგაცია;
- სამედიცინო იარაღების/ინვენტარის გამოყენება, რეცხვა, დეზინფექცია და სტერილიზაცია
- ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით;
- ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში:
- პაციენტთა ჰიგიენიაზე ზრუნვა და უზრუნველყოფა.
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: დღის, ორშაბათი-პარასკევი 9:00 საათიდან 18:00 საათამდე,
მორიგე: 4 დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ექთნის დამხმარე).
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 10 დეკემბერი.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
სამედიცინო
მედდა
ნახვები 24
უნიკალური ნახვები 23