შემდეგი
დღეს - 12 დეკ
სტანდარტი
ავტომატიზაციის სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 10 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@casacalda.ge
"თბილი სახლი" არის საქართველოში წამყვანი საინჟინრო კომპანია, რომელიც 23 წელია წარმატებით ანხორციელებს რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებს მსხვილი ინვესტორებისა და დეველოპერებისთვის.
კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და ერთგული თანამშრომლებით, რაც ჩვენი წარმატებული საქმიანობისა და პროფესიონალიზმის უტყუარი დადასტურებაა, ამასთან, ჩვენი გუნდის წევრები სისტემატიურად გადიან სტაჟირებას პარტნიორ სხვდასხვა ქვეყნის წამყვან კომპანიებში და გააჩნიათ სათანადო ლიცენზია/ნებართვა მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ინსტალაციაზე და მომსახურებაზე.
კომპანია "თბილი სახლი" აცხადებს ვაკანსიას ავტომატიზაციის სპეციალისტი პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- საინჟინრო სფეროში მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება;
- ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტების, საინჟინრო სამუშაოების ტექნიკური პირობების ცოდნა.
- უმაღლესი განათლება სამშენებლო ან საინჟინრო მიმართულებით.
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
საინჟინრო სისტემების ტექნიკური მენეჯერის სამუშაოს აღწერა :
- ავტომატიზაციის პროექტების მექანიკური ნახაზების მომზადება;
- ავტომატიზაციის ელემენტების აწყობა;
- პროექტის შესაბამისად სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
- აგრეგატების გაშვება და დიაგნოსტიკა;
- VRV; VRF; AHU; Chiller და Inverter - სისტემების დანადაგარებთან მუშაობის გამოცდილება.
კომპანია კანდიდატს სთავაზობს :
- პრესტიჟულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
- პროფესიულ განვითარებას;
- კარიერულ წინსვლას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@casacalda.ge გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ავტომატიზაციის სპეციალისტი“.
ინჟინერია
მექანიკოს-ინჟინერი
ნახვები 15
უნიკალური ნახვები 15