შემდეგი
14 ნოე - 13 დეკ
პრისელერი
თბილისი
მარნეულის მუნიციპალიტეტი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruit@gorgia.ge
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე, თბილისსა და მარნეულში.
კომპანია გორგია საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. გორგია პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის
წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
გორგია წარმოდგენილია 13 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში.
კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლის ფასდაკლება;
- კვებას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება;
- სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის გაფორმება;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი;
- პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დისტრიბუციაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია მართვის მოწმობა კატეგორია „B” და პირადი ავტომობილი;
- აუცილებელია უძრავი ქონებრივი უზრუნველყოფა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- შრომისმოყვარე;
- ორგანიზებული;
- კომუნიკაბელური;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელ.ფოსტის
მისამართზე: recruit@gorgia.ge (გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე,
მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება
(შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).
პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
გისურვებთ წარმატებას!
მარკეტინგი, რეკლამა, PR
სარეკლამო აგენტი
ნახვები 23
უნიკალური ნახვები 22