დღეს - 30 ნოე
სტარტი
გაყიდვების სუპერვაიზერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@blackseadistribution.ge
იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "ბლექ სი დისთრიბუშენი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების (Key Accounts) სუპერვაიზერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- პროექტების დაგეგმარების და მართვის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა (B1);
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და მისი მიზნების მისაღწევად საჭირო ნაბიჯების განსაზღვრა;
- ბიუჯეტის შემუშავება, კონტროლი და ანალიზი;
- ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება: ფინანსური რეპორტების მომზადება და ანალიზი;
- გასაყიდი პროდუქციის შესწავლა, ფასების ანალიტიკა და საჭიროებისამებრ ოპტიმიზაცია;
- ბრენდის უნიკალურობის და განვითარების მიზნით მარკეტინგული კამპანიების კოორდინაცია;
- ბაზრის ანალიზი, კონკურენტული გარემოს შესწავლა და გაყიდვების ზრდის შესაძლებლობების აღმოჩენა;
- ახალი ასორტიმენტის შემოტანა და პორტფელის ზრდაზე ზრუნვა;
- ახალი ასორტიმენტის გაყიდვების ანალიზი და მონიტორინგი საჭიროებისამებრ სტრატეგიის ცვლილება;
- გუნდის მართვა, მოტივაცია, განვითარების ეფექტური სისტემის შემუშავება და დანერგვა
- პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრა და მოლაპარაკებების წარმოება;
- პროდუქციის დროულ მიწოდებაზე ზრუნვა, მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია;
- პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
- საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@blackseadistribution.ge 2024 წლის 30 ნოემბრამდე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “გაყიდვების (Key Accounts) სუპერვაიზერი”, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს! აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გაყიდვები
სუპერვაიზერი
ნახვები 6
უნიკალური ნახვები 6