დღეს - 13 დეკ
სტანდარტი
რეგისტრატორი/ადმინისტრატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1000
+ ბონუსი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@kmm.ge
სასტუმრო KMM ფუნქციონირებს 2006 წლიდან და მდებარეობს თბილისის ისტორიულ და ტურისტულ ცენტრში. ამჟამად სასტუმროს განკარგულებაშია ორი კორპუსი 66 სუფთა და მყუდრო ოთახი, ელეგანტური ინტერიერით, ძველი თბილისის თვალწარმტაცი ხედებით და კვალიფიციური თანამშრომლების მომსახურებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებგვერდს https://kmm.ge/en/home
სასტუმრო KMM აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის/ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
- სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
- სტუმრების სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
- სასტუმროს მართვის პროგრამაში მუშაობა;
- სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.
საჭირო უნარები:
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, სასტუმროს მართვის სიტემაში მუშაობის გამოცდილება (პრიორიტეტულია)
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- მაქსიმალურ ხელშეწყობას ზრდისა და განვითარებისათვის;
- სტაბილურ სამსახურს
- კვებით უზრუნველყოფას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი დღის და ღამის ცვლები: 2 დღე, 2 ღამე, 4 დღე დასვენება
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kmm.ge. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო KMM, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ადმინისტრატორი (HoReCa)
ნახვები 26
უნიკალური ნახვები 26