შემდეგი
18 ნოე - 17 დეკ
სტანდარტი
საცალო სესხების საკრედიტო ოფიცერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@silkbank.ge
ჩვენ ვართ ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ბანკი და მისწრაფება გვაქვს, რომ ვიყოთ თანამედროვე და ინოვაციური. ჩვენი მიზანია შევქმნათ უნიკალური სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომლები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს, გახდე განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი!
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილიში საკრედიტო დეპარტამენტის საცალო სესხების განყოფილებაში, საცალო სესხების საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ, პუნქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის ახალ წევრებს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი #2
დამატებითი ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა/კორპორატიული სატელეფონო ლიმიტი
- სასიამოვნო სამუშაო გარემო.
პროფესიული მოვალეობანი და ძირითადი ფუნქციები:
- ახალი კლიენტების მოზიდვა;
- ბაზების დამუშავება და შეთავაზებების განხორციელება;
- სხვადასხვა ორგანიზაციებში პრეზენტაციების დაგეგმვა და ჩატარება;
- საცალო საკრედიტო პროდუქტების განაცხადების მიღება, დამუშავება, კომიტეტზე წარდგენა და სესხის გაცემაში მონაწილეობის მიღება;
- საკრედიტო პორტფელის მართვა;
- შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია - ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე , ბიზნეს ადმინისტრირება).
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:
- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ სექტორში, სასურველია დაკრედიტების მიმართულებით.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
ანაზღაურება:
- განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით,
- ფიქსირებულ ხელფასს დამატებული მოქნილი საბონუსე სქემა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge;
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტრადებათ გასაუბრება და ტესტირება.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს „სილქ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
ანაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 18 დეკემბერი
გისურვებთ წარმატებებს !
საბანკო
სესხის ოფიცერი, განვადების ოფიცერი
ნახვები 87
უნიკალური ნახვები 84