19 ნოე - 18 დეკ
სტარტი
ლოჯისტიკის მენეჯერი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@nova.ge
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” vacancy@nova.ge აცხადებს ვაკანსიას „ლოჯისტიკის მენეჯერის“ პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობებში მიმდინარე პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია, როგორც ადმინისტრაციული, ასევე ლოჯისტიკის მიმართულებით;
- წლიური, ყოველთვიური და ყოველდღიური სამუშაო გეგმების შემუშავება;
- სასაქონლო მარაგების ყოველდღიური კონტროლი და საწყობებს შორის ტვირთების მოძრაობის ორგანიზება / კონტროლი;
- ტვირთების გადაადგილება-გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და პრევენცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ავტო-სატრანსპორტო საშუალებების გზაში მოსალოდნელი შეფერხება, ან ტვირთების მოძრაობისას შესაძლო დაზიანება;
- სასაწყობე ფართის სწორად გამოყენების და პროდუქციის უსაფრთხო პირობებში შენახვის დაგეგმვა;
- საქონლის აღრიცხვა-მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება და კონტროლი;
- მოსალოდნელი გართულებების პროგნოზირება და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიების დაგეგმვა და გატარება;
- სასაქონლო მარაგების, კომპანიის მიერ დაგეგმილ დროს, ინვენტარიზაცია და პროცესის ორგანიზება / კონტროლი;
- დაქვემდებარებულთა შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
- საჭირო ინფორმაციის გაცვლის მიზნით სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
- გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (დადგენილი სტანდარტის შესაბამისად) სრულყოფის ორგანიზება;
- სამუშაო პროცესის უწყვეტობა და მონიტორინგი;
- მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (უფლებამოსილების ფარგლებში);
- ხელმძღვანელობისთვის საქმიანობის ყოველთვიური, კვარტლური და წლიური ანგარიშის წარდგენა;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ლოჯისტიკა / ფინანსები);
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი);
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა).
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
სასურველი უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლიანი;
- დისციპლინირებული;
- ენერგიული;
- შრომისმოყვარე;
- პუნქტუალური;
- გუნდურობა;
- ლიდერობა.
დამატებითი ინფორმაცია:
- ანაზღაურება - შეთანხმებით;
- სამუშაო გრაფიკი - სრული
- განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2024 წლის 19 დეკემბერი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე vacancy@nova.ge . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ლოჯისტიკის მენეჯერი“. დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკის მენეჯერი
ნახვები 95
უნიკალური ნახვები 94