20 ნოე - 19 დეკ
სტანდარტი
ოპერატორი / სწავლება სტაჟირება
თბილისი, ფონიჭალა, მარნეულის ქ.
- სტაჟირება
- 1000 - 1200
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- რუსული,ქართული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: t.okriashvili@borun.ge
კოპმანია: ბორან ლაითი (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია)
მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო გრაფიკი ორშაბათი - პარასკევი 08:30 – 17:30
კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: ოსრამი, ლუქსრამი, ტოლსენი, ქროუნი, ეინჰელი, ბლექ & დეკერი და ა.შ.
კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.
ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის (სწავლება სტაჟირება) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- პროდუქციის ცოდნა;
- ოპერაციების პროგრამული ასახვა კომპანიის პროცედურების შესაბამისად.
- შეკვეთების დამუშავება, გაწერა;
- ზედნადებების შემოწმება,ჩასწორება და rs-ზე ატვირთვა.
- დღიური საბუთების წარმოება.
- თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
- რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;(სასურველია)
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS word, MS Excel);
- სადიტსრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
- პროგრამა Fina-ს ცოდნა (სასურველია)
უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა, შედეგებზე ორიენტაცია;
- პრობლემების ანალიზი და სწრაფი რეაგირების უნარი;
- სამუშაო სპეციფიკაციასთან და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;
ანაზღაურება : 1000 – 1200 ლარი, შემდგომში ზრდის პერსპექტივით, კვალიფიკაციიდან და შესრულებული სამუშაოს დახარჯული რესურსიდან გამომდინარე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge
პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი
ნახვები 91
უნიკალური ნახვები 89