დღეს - 19 დეკ
სტარტი
შიდა მონიტორინგის სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1200
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@finbureau.ge
"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან. ფინბიურო აერთიანებს 20 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შიდა მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე;
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ;
ანაზღაურება: 1200 ლარი
ფუნქცია/მოვალეობები:
- პრომლემური საკითხების ანალიზი, დაპრიორიტეტება, რეკომენდაციების შემუშავება და შედეგების გაცნობა;
- სასესხო ვალდებულებების მართვის ოფიცრების სამუშაო პროცესის მონიტორინგი კომპანიაში დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით;
- კომპანიაში მიმდინარე სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ თანამშრომლებისთვის დროული ინფორმირების უზრუნველყოფა;
- ჯგუფის უფროსებთან თვეში ერთხელ შეხვედრა, პრომლემური საკითხების გავლა, ტესტირება;
- უშუალო უფროსის მიერ მიცემული დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის მენეჯმენტის ან იურიდიული მიმართულებით;
- სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საფინანსო სექტორში;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშგების მომზადების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების და დროის მართვის უნარი;
- კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@finbureau.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ,,შიდა მონიტორინგის სპეციალისტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფინბიურო"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "ფინბიურო"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "ფინბიურო"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "ფინბიურო"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
საბანკო
საბანკო(ზოგადი)
ნახვები 81
უნიკალური ნახვები 81