20 ნოე - 19 დეკ
სტანდარტი
ბუღალტერიის შემსწავლელი კომპლექსური სრული კურსი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: infointelc@gmail.com
ტელეფონი: +995 595 05 01 54
"ინტელექტ ცენტრი" გთავაზობთ ბუღალტერიის შემსწავლელ სასერთიფიკატო სრულ კურსს!
სწავლება მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტებით!
პროგრამა გათვლილია; ბუღალტერიის შესწვლით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის!
კურსი მოიცავს; ყველა იმ მიმართულების შესწავლას, რაც ითვალისწინებს შემდგომში წარმატებული ბუღალტრული საქმიანობის შესრულებას ნებისმიერი ტიპის და მოცულობის ორგანიზაციაში!!!
გაითვალისწინეთ განსაკუთრებული პირობა! ტრენინგ-კურსის მონაწილეებს გადაეცემათ ყოველი ლექციის შემდეგ ლექციის მსვლელობისას ჩაწერილი ვიდეო გაკვეთილები, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ ახალი მიწოდებული მასალის შესწავლაში და დავალებების შესრულებაში!
ტრენინგები ტარდება ონლაინ რეჟიმში!
ბუღალტრული აღრიცხვის შემსწავლელი სასერთიფიკატო კურსის ეტაპები:
- თეორიული, პრაქტიკული და პროგრამული ბუღალტერიის სრული კურსის შესწავლა დამწყებთათვის!
- საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების სურვილისამებრ ცალკე შესწავლა: ორისი - ORIS, ინფო - INFO, სუპერფინი - SUPERFIN
- სტაჟირება - პრაქტიკული კურსი მოქმედი და დამწყები ბუღალტრებისთვის; რაც მიზნად ისახავს მხოლოდ პრაქტიკულ ნაწილს, სიახლეებს; „ინტელექტ ცენტრის“ პარტნიორი ორგანიზაციების რეალურ საბუთებზე დაყრდნობით, ან თავად მსმენელის სამუშაო სპეციფიკაზე მორგებით!
განვიხილოთ სამივე ჩეთავაზება!!!
1. თეორიული, პრაქტიკული და პროგრამული სრული სასერთიფიკატო საბუღალტრო კურსი, რომელიც განკუთვნილია დამწყებთათვის მოიცავს სამ თვეს!
სწავლების მიმართულებები: ტრენინგ-კურსები ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის, ფინანსური აღრიცხვის, საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას rs.ge-ზე, კომპიუტერული პროგრამების: ორისი, სუპერფინი, ინფო ბუღალტერიის შესწავლას, რის საფუძველზეც, მსმენელები შეძლებენ ნებისმიერი სპეციფიკის: ვაჭრობის, მომსახურების, წარმოების, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის და არასამთავრობო ორგანიზაციებში მომდარი ფაქტების საფუძველზე დოკუმენტების შედგენას და ბუღალტრული პროცესების მართვას!
სწავლების მეთოდი და უპირატესობები: ლექციები შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან. თეორიული მასალის ათვისებახდება პრაქტიკული და სავარჯიშოებით, ხოლო პრაქტიკული ბუღალტერიის შესწავლა - საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავების საფუძველზე!
პირველი ეტაპი - თეორიული ნაწილი:
- ბუღალტრული აღრიცხვის შესავალი / მისი არსი და მნიშვნელობა
- ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება / სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები. ფინანსური ანგარიშგება / საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკა
- ბუღალტრული ბალანსი / სამეურნეო ოპერციათა გავლენა ბალანსზე
- მოგება-ზარალის ანგარიშგება
- სალაროს ოპერაციების აღრიცხვა / ბანკის ოპერაციების აღრიცხვა
- მოთხოვნების (დებიტორული დავალიანების) აღრიცხვა
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მარაგების) აღრიცხვა
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა /არამატერიალური აქტივების აღრიცხვა
- ვალდებულებების აღრიცხვა / საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა
- შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა
მეორე ეტაპი - პრაქტიკული ნაწილი:
საწარმოს საქმიანობა; ვაჭრობა, მომახურება, წარმოება
სააღრიცხვო პოლიტიკა
საწარმოს წესდება
დამფუძნებელთა, პარტნიორთა კრება / კრების ოქმი
იჯარის ხელშეკრულებები / შრომითი და სხვა ხელშეკრულებები
დირექტორის ბრძანება კადრების დანიშვნის შესახებ, ბრძანება მივლინებების შესახებ, ხელფასის შესახებ და ასევე სხვა ბრძანებები
საკონტროლო სალარო აპარატი
შედარების აქტი / მინდობილობა /საკონტროლო გარბენის აქტი (საწვავი)
სამივლინებო მოწმობა / მიღება-ჩაბარების აქტი
ინვოისი / სასაქონლო ზედნადები / საგადახადო ანგარიშ-ფაქტურა / საგადახდო დოკუმენტი
სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერი
ხელფასის უწყისი
ინვენტარიზაცია
სალაროს ოპერაციები / საბანკო ოპერაციები (ბანკის ამონაწერი)
ხელფასის დარიხვა და გამოთვლა
საქონელი, შეძენა, რეალიზაცია
ნედლეულის და მასალების შეძენა, დამზადება, რეალიზაცია
ხარჯების აღრიცხვა (საკანცელარიო, მივლინების, საწვავის)
ძირითადი საშუალებების შეძენა, ცვეთის დარიცხვა, ქონების გაანგარიშება
ოპერაციები უცხოურ ვალუტაში
საბაჟო / საგადასახადო კალენდარი, საგადასახადო ვალდებულებები (საშემოსავლო, დღგ, მოგება, ქონება)
Rs.ge / დეკლარაციების ატვირთვა ყოველთვიური / ყოველწლიური
მესამე ეტაპი- კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამები შერჩევით (სურვილისამებრ):
ორისი - ORIS, ინფო - INFO, სუპერფინი - SUPERFIN.
აღნიშნული სრული სამთვიანი კურსის ღირებულება და პირობები:
ღირებულების გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად, თვეების მიხედცით!
ინდივიდუალური:
პირველი თვე / პირველი დონე - 300 ლარი
მეორე თვე / მეორე დონე - 300 ლარი
მესამე თვე / მესამე დონე - 250 ლარი
ჯგუფი:
პირველი თვე / პირველი დონე - 250 ლარი
მეორე თვე / მეორე დონე - 250 ლარი
მესამე თვე / მესამე დონე - 250 ლარი
ლექციების რაოდენობა სულ; ინდივიდუალურად - 26 ლექცია, ჯგუფში - 30 ლექცია
ერთი ლექციის ხანგრძლივობა; ინდივიდუალურად - 1 საათი, ჯგუფში: 1.30წთ.
მსენელებს გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა, თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოები, ტესტები!
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერტიფიკატი!
ჩვენი კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად შეძლებენ: როგორც რიგითი ბუღალტრის, ასევე მთავარი ბუღალტრის საქმიანობას! დამოუკიდებლად შეძლებენ საწარმოში მომხდარი ფაქტების საფუძველზე, შესაბამისი დოკუმენტების შედგენა-დამუშავებას, ფინანსური შედეგის გამოყვანას და საგადასახადო ელექტრონულ დეკლარირებას!
2. საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების ცალკე შესწავლა:
ორისი - ინდივიდუალურად - 300 ლარი - 6 გაკვეთილი - 1 საათიანი. ჯგუფში - 250 ლარი.
ინფო ბუღალტერი - ინდივიდუალურად - 300 ლარი - 6 გაკვეთილი - 1 საათიანი. ჯგუფში - 250 ლარი.
სუპერფინი - ინდივიდუალურად - 300 ლარი - 6 გაკვეთილი - 1 საათიანი. ჯგუფში - 250 ლარი.
ბუღალტრული პროგრამების შესწავლა მიმდინარეობს მოქმედი, რეალური ორგანიზაციების დოკუმენტების დამუშავების საფუძველზე!
3. პრაქტიკული პროგრამა - დამწყები ბუღალტრებისთვის!
პრაქტიკის გავლა მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის გამოყენებას და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას. პრაქტიკის გავლისას, საშუალება გექნებათ, გამოავლინოთ თქვენი უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები. პრაქტიკული გამოცდილების მიღება შესაძლებელია როგორც ჩვენი ”ინტელექტ ცენტრის” საბუთების დამუშავების შედეგად, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიების საბუთების საშუალებით. მსმენელი იღებს მონაწილეობას რეალურ სამუშაო პროცესში, ეცნობა თითოეულ დოკუმენტს და სწავლობს მის საფუძვლიან დამუშავებას კომპიუტერულ პროგრამებში.
ღურებულება - 450 ლარი - 10 ერთსაათიანი სალექციო შეხვედრა - ინდივიდუალურად.
განსაკუთრებული შეთავაზება!!!
ახალბედა დამწყები და უკვე მოქმედი ბუღალტრებისთვის შესაძლებელია საათობრივი კონსულტაცია, რაც დეტალურად გულისხმობს ამა, თუ ბუღალტრული საკითხის გადაჭრა-შესრულებას ჩვენი დახმარებით; როგორც თეორიულ მასალაში, ისე საბუღალტრო კომპიუტერულ პროგრამებში.
ერთი კონსულტაციის ღირებულება ინდიივიდუალურად - 1 საათი - 50 ლარი
გაითვალისწინეთ: წარმატებულ კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციას დამსაქმებელთან!
„ინტელექტ ცენტრი“ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ, თუ უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შესაბამისად, ინტელექტ ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციებისგან სტაჟიორის, ან კადრის მოთხოვნისთანავე მოხდება ჩვენი კურსდამთავრებულების მონაცემების გაგზავნა!
კურსებს უძღვება; პრაქტიკული გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური, სერთიფიცირებული ტრენერი მრავალწლიანი წლიანი სამუშაო გამოცდილებით!
გახსოვდეთ, დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!
„ინტელექტ ცენტრში“ ყველა პირობა აშექმნილი თქვენთვის ხარისხიანი ცოდნის მისაღებად!
თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, რომ ენდოთ ჩვენს 25 წლიან სამუშაო გამოცდილებას!
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:
შპს "ინტელექტ ცენტრი"
ტელ: +995 595 05 01 54, +995 593 61 45 52, +995 577 46 48 62 - ინტელექტ ცენტრის ადმინისტრაცია.
ვებ გვერდი: http://www.intelc.ge
ელ-ფოსტა: infointelc@gmail.com
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
ტრენინგ კურსები
ნახვები 49
უნიკალური ნახვები 44