შემდეგი
21 ნოე - 15 დეკ
სტარტი
იურისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@aversi.ge
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- დასმულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცვლილების მონიტორინგი და ანალიზი;
- სამართლებრივი პროცედურების შემუშავება და ინსტრუქციების შედგენა;
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა;
- წინასახელშეკრულებო და სხვა მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება, ხელშეკრულებების შედგენა, განხილვა, ვიზირება და გაფორმება;
- საკორპორაციო დოკუმენტების (წესდება, კრების ოქმი და სხვა) შედგენა;
- წარმომადგენლობა საჯარო რეესტრში, სამინისტროებში, მერიაში, სსიპ-ებსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში;
- იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება და ა.შ
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- იურისტად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი, დამოუკიდებლობა;
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე. ** ფოტოსურათი 3X4 1ც. ** დიპლომის ასლი ** პირადობის მოწმობის ასლი ** სარეკომენდაციო წერილები მისამართზე:
ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16; ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა:15.12.2024 წ.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
იურიდიული
იურისტი
ნახვები 56
უნიკალური ნახვები 54