21 ნოე - 20 დეკ
სტარტი
მთავარი ინჟინერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 5 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამუშაო ადგილი : ვაჟა-ფშაველას 27ბ
სამუშაო გრაფიკი : სრული

შპს ‘’ავერსის კლინიკა’’ აცხადებს მთავარი ინჟინრის ვაკანსიას ცენტრალურ ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები :
  • არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო ქსელების პროექტირების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • არსებული პროექტების და ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა და მოსალოდნელი რისკების ანალიზი;
  • სამშენებლო მოედანზე მიმდინარე ყოველდღიური პროცესების მონიტორინგი და კონტროლი;
  • კომპანიაში მიმდინარე მშენებლობებზე ტექნიკურ-საზედამხედველო კონტროლის სისტემის ორგანიზება;
  • მშენებლობის ზედამხედველების მიერ შედგენილი და წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის გადამოწმება პროექტთან შესაბამისობის მიზნით, აღრიცხვა და შენახვა .
  • სამშენებლო მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობების აღრიცხვა და კონტროლი;
  • მშენებლობის პროცესის პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
  • პროექტების განხორციელებისას ცვლილებების საჭიროებების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი, გადაწყვეტილებების ალტერნატივების მომზადება, განხილვა პროექტის მენეჯერთან ერთად;
  • ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა პროექტის მენეჯერთან;
  • ფორმა 2-ში წარმოდგენილი მოცულობებისა და სამუშაოების გადამოწმება და დადასტურება;
  • ხარჯთაღრიცხვების რევიზია და პროექტთან შედარება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები :
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
  • მსსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო პროცესების დაგეგმვის, ორგანიზების და მართვის უნარი;
  • საოფისე პროგრამების და Autocad ცოდნა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მთავარი ინჟინერი იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
სამედიცინო აპარატურის სპეციალისტი
ნახვები 23
უნიკალური ნახვები 23