დღეს - 10 დეკ
სტანდარტი
მეთოდოლოგიის განყოფილების სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@cartubank.ge
სს„ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას მეთოდოლოგიის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე. მეთოდოლოგიის განყოფილებაში.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბიზნეს პროცესების მფლობელებთან ინტერვიუების ჩატარება და სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა/მართვა;
- ბიზნეს-პროცესების დოკუმენტირების მიზნით, ბიზნეს პროცესების შესწავლა და ანალიზი;
- ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციისათვის ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზი, შესაძლებლობების და გადაჭრის გზების დადგენა;
- ბიზნეს-პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება, სხვადასხვა შემთხვევების გათვალისწინებით;
- IT გუნდისთვის ბიზნეს-დავალების შემუშავება;
- ბიზნეს პროცესების მფლობელების ინფორმირება, ახალი ან განახლებული ბიზნეს პროცესების შესახებ;
- თანამშრომელთათვის ბიზნეს-პროცესების გაცნობის მიზნით ტრეინინგებში მონაწილეობის მიღება;
- სიახლეების ინიცირება პროცესების გაუმჯობესების მიზნით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სავალდებულო:
- არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება საბანკო სფეროში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
- უმაღლესი განათლება (ბიზნესის, ეკონომიკის, კომპიუტერული მეცნიერებების ან მათთან დაკავშირებულ სფეროში);
- ბიზნეს პროცესების მლობელებთან მუშაობის გამოცდილება ბიზნეს-პროცესების საჭიროებებზე ინფორმაციის შეგროვებისა და დოკუმენტირების მიზნით;
- საბანკო საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველი:
- Microsoft Visio -ში მუშაობის გამოცდილება;
- ალტას პროგრამა B6-ის მოდულებთან მუშაობის გამოცდილება;
- პროექტების მართვის გამოცდილება;
- ქართული ენის სრულფასოვნად ცოდნა;
- ინგლისური/რუსული ენის ცოდნა.
სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:
- ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნება;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესის მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- დროის მენეჯმენტი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cartubank.ge
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 დეკემბერი.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული
მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის, განცხადებ(ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ(ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
საბანკო
საბანკო(ზოგადი)
ნახვები 7
უნიკალური ნახვები 7