დღეს - 05 დეკ
სტანდარტი
კონკურსი აკადემიური თანამდებობათა დასაკავებლად
თბილისი
- სრული განაკვეთი
- დოქტორი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3-დან 5 წლამდე
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@ciu.edu.ge
განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
ვიწრო სფერო - სამართალი
სწავლის სფერო - სამართალი
ასოცირებული პროფესორის (საჯარო სამართალი) აკადემიურ თანამდებობაზე - 2 ვაკანსია.
ვიწრო სფერო - სოციალური და ქცევითი მეცნიერებები
სწავლის სფერო - პოლიტიკის მეცნიერება
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.
ვიწრო სფერო - სოციალური და ქცევითი მეცნიერებები
სწავლის სფერო - საერთაშორისო ურთიერთობები
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 ვაკანსია.
ვიწრო სფერო - ჯანდაცვა
სწავლის სფერო - მედიცინა
კლინიკური მედიცინა
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (კლინიკური მედიცინა პედიატრია) - 1 ვაკანსია;
კონკურსი ცხადდება 2024 წლის 07 ოქტომბერს.
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2024 წლის 11 ნოემბრიდან 2024 წლის
13 ნოემბრის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი
დოკუმენტები:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
- ავტობიოგრაფია (CV);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ერთი ფოტოსურათი;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
- სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
- ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
- საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ თრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა და თრენინგებში მონაწილეობა);
- სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში.
- ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
- დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამის სპეციალობაში /დარგში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
- ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები);
- იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
- საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ სფეროში პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება;
- კლინიკური მედიცინის დისციპლინებში ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველს უნდა ქონდეს:
- კლინიკაში ბოლო 5 წლის მუშაობის გამოცდილება;
- შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატი.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
- წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
- პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსის პირობები:
- საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
- ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე,
ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 701 და ასევე ელექტრონულად მისამართზე hr@ciu.edu.ge
უცხოელ კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, მისამართზე.hr@ciu.edu.ge
ტელ.: 2 61-12-98; 2 30-86-41; 2 10-52-03
მეცნიერება/განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები 12
უნიკალური ნახვები 8