18 დეკ - 16 იან
კონტენტ მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
Digital Bus Academy აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ შესახებ:
Digital Bus Academy წარმოადგენს არაფორმალურ განათლების ცენტრს, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე ბაზარზე მოთხოვნად თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მათი კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტიკური უნარების განვითარებას, პოტენციალის სრულ გამოვლენასა და პროფესიულ წინსვლას. კურსები ეფუძნება ძლიერ თეორიულ საფუძველს და უზრუნველყოფს ისეთი ინსტრუმენტების შეთავაზებას, რომლებიც გრძელვადიან წარმატებას უწყობს ხელს. ჩვენი აკადემიის მისიაა – გამოვასწოროთ განათლება.

პოზიციის მიმოხილვა:
ვეძებთ გამოცდილ და კრეატიულ კონტენტ მენეჯერს, რომელიც სრულ განაკვეთზე შემოუერთდება ჩვენს გუნდს. თქვენ იმუშავებთ სხვადასხვა საინტერესო პროექტზე და შეიტანთ მნიშვნელოვან წვლილს ჩვენი ვიზუალური იდენტობის ფორმირებაში.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კონტენტ სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ბრენდის მიზნებისა და საჭიროებების შესაბამისად;
  • კონტენტ კალენდრის შემუშავება;
  • სტატიების, ბლოგების, სოციალური მედიის პოსტების, ვიდეო სცენარების და სხვა სახის კონტენტისთვის შინაარსის მოფიქრება და ბრიფის გაწერა;
  • კონტენტის განთავსება და მართვა ვებსაიტზე, სოციალურ ქსელებში და სხვა პლატფორმებზე;
  • მარკეტინგში ახალი ტენდენციების მუდმივი შესწავლა;
  • გუნდის სხვა წევრებთან თანამშრომლობა მარკეტინგული კამპანიებისა და ბრენდის საერთო სტრატეგიის განვითარების მიზნით;
  • ბაზრისა და კონკურენტების კვლევაში მხარდაჭერა, კონტენტის რელევანტურობისა და პოზიციონირების გასაუმჯობესებლად;
  • კომპანიის მარკეტინგული საკომუნიკაციო სტილის განვითარებაში წვლილის შეტანა, პროდუქტისა და აუდიტორიის ანალიზის საფუძველზე მიღებული შთაბეჭდილებების გათვალისწინებით.

მოთხოვნები:
  • სოც. მედია და ციფრული კონტენტის შექმნაში მუშაობის გამოცდილება;
  • წერის, რედაქტირებისა და კომუნიკაციის უნარები;
  • კონტენტის მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კრეატიულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მარკეტინგულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • ციფრული მარკეტინგის და SEO სტანდარტების ცოდნა.

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობას;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
  • ჰიბრიდულ სამუშაო ფორმატს;
  • საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: info@digitalbus.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კონტენტ მენეჯერი".
მარკეტინგი, რეკლამა, PR
კონტენტ მენეჯერი
ნახვები 37
უნიკალური ნახვები 37