24 დეკ - 22 იან
სტანდარტი
საგადახდო ბარათების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში საგადახდო ბარათების სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი #2

ჩვენ ვართ ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ბანკი და მისწრაფება გვაქვს, რომ ვიყოთ თანამედროვე და ინოვაციური. ჩვენი მიზანია შევქმნათ უნიკალური სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომლები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს, გახდე განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი!

პროფესიული მოვალეობანი და ძირითადი ფუნქციები:
  • პლასტიკური ბარათების ემისიასთან, მათ შემდგომ მომსახურებასთან დაკავშირებული ოპერაციების ეფექტურად წარმოება;
  • ახალი პროდუქტების და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვისთვის საჭირო პროექტების კოორდინაცია და შესრულება;
  • საგადამხდელო სისტემების (VISA, MasterCard) და საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების ცოდნა;
  • ბანკში, საგადახდო სისტემებსა და საპროცესინგო ცენტრში არსებულ სტანდარტებსა და წესებში მომხდარ ცვლილბებზე მუდმივად თვალყურის დევნება, მათზე დროული რეაგირება, წინადადებების შემუშავება და დანერგვა;
  • განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებით კომუნიკაცია როგორც ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ასევე საერთაშორისო საგადამხდელო ორგანიზაციებთან, საპროცესინგოებთან, ბანკებთან და სხვა ორგანიზაციებთან;
  • საბარათე ტრანზაქციების დამუშავება და ბანკის პროგრამულ უზრუნველყოფაში ასახვა;
  • ბანკომატებისა და პოს ტერმინალების შეუფერხებლად ფუნქციონირების ორგანიზება და მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
  • უმაღლესი განათლება
  • უცხო ენების ფლობა (ინგლისური, რუსული);
  • კომპიუტერული პროგრამები (საოფისე პროგრამები, ტრანსმასტერის მოდულები CMS, RTPS WP, Issuer WP, ATM monitoring WP).

სპეციფიური ცოდნა:
  • პროექტის მართვის მიმართულებით გამოცდილება.

შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება პლასტიკური ბარათების განყოფილებაში;
  • გამოცდილება პროექტების მართვისა და შესრულების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარები:
  • პასუხსიმგებლობა, პუნქტუალურობა, მიზანმიმართულობა.
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობის უნარი;
  • პრობლემების იდენთიფიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkroadbank.ge;
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება და ტესტირება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, სს „სილქ ბანკმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება სს „სილქ ბანკის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 20 იანვარი
გისურვებთ წარმატებებს!
საბანკო
პლასტიკური ბარათები
ნახვები 28
უნიკალური ნახვები 27