19 დეკ - 17 იან
ხმის რეჟისორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
“პალიტრა ჰოლდინგი“-ს წევრი კომპანია რადიო პალიტრა აცხადებს ვაკანსიას ხმის რეჟისორის პოზიციაზე.

რადიო „პალიტრა“ აშუქებს აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ მოვლენებს. არჩევს ხარისხიან, პოპულარულ მუსიკას საუკეთესო განწყობის შესაქმნელად. მსმენელს აქვს საშუალება, ოპერატიულად მიიღოს მაქსიმალურად სანდო, მიუკერძოებელი ინფორმაცია. იყოს ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების საქმის კურსში, უსმინოს სასიამოვნო, გემოვნებიან მუსიკას.
რადიო „პალიტრა“ პოზიციონირდება, როგორც საინფორმაციო-მუსიკალური რადიო. მაუწყებლობს თბილისსა და მის შემოგარენში, ასევე გუდაურში _ ტალღაზე 103.9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • რადიო ეთერის კონტროლი;
  • ეთერის ბადის კონტროლი/კორექტირება;
  • LIVE გადაცემების საეთეროდ მომზადება/გაყვანა;
  • ხმის პულტთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია პროგრამა Jazler-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • რადიოში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლიანი;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: სრული;

ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ.#49
Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის
საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!
ხელოვნება/მედია
რეჟისორი
ნახვები 19
უნიკალური ნახვები 17