შემდეგი
19 დეკ - 17 იან
პალიტრანიუსი/ხმის რეჟისორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@palitra.ge
„პალიტრა ჰოლდინგი“-ს წევრი კომპანია „პალიტრანიუსი“ აცხადებს ვაკანსიას ხმის რეჟისორის პოზიციაზე.
2015 წლის 30 ნოემბერს "პალიტრა TV" შეცვლილი სახელითა და ფორმატით გავიდა ეთერში, როგორც "პალიტრანიუსი" - ახალი ამბების ტელევიზია და მაყურებელს ქართული რეალობისთვის ინოვაციური ეთერი და ბადე შესთავაზა. "პალიტრანიუსი" მაყურებელს საშუალებას აძლევს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მოკლე დროში მიიღოს ახალი და ამომწურავი ინფორმაცია. მაუწყებლობა 24- საათიანია, ინფორმაციის განახლება კი ყოველ საათში ერთხელ ხდება ქართული და უცხოური პოლიტიკური პროცესების, ეკონომიკის, ბიზნესის, კულტურის, სპორტისა და სხვა სფეროებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. "პალიტრანიუსი" მაყურებელს მოკლე ქრონომეტრაჟიან მრავალფეროვან შემეცნებით რუბრიკებსა და თოქ-შოუებს სთავაზობს. "პალიტრანიუსი" არის მათთვის, ვისთვისაც დრო მნიშვნელოვანია.
ახალი ამბების ტელევიზია "პალიტრანიუსი" მაუწყებლობს როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე მის გარეთ. დაფარვის არეალი მთელი საქართველოა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ხმის კონტროლი ეთერში;
- გადაცემაში ჩართვების უზრუნველყოფა;
- აღჭურვილობის მუდმივი მზადყოფნის ძირითადი პრინციპები და მათი კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელური;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- გუნდური;
- პუნქტუალური.
სამუშაო გრაფიკი: სრული;
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქუჩა #49;
ანაზღაურება: შეთანხმებით.
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge
Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!
ხელოვნება/მედია
რეჟისორი
ნახვები 19
უნიკალური ნახვები 17