ჩვენ შესახებ
"დასაქმების სააგენტო ეიჩარი" არის დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც დაარსდა 2006 წელს და მის მთავარ საქმიანობას კადრების შერჩევა წარმოადგენს.
ვინ ვართ ჩვენ?
დღეს კომპანიას წამყვანი ადგილი უჭირავს დასაქმების ბაზარზე.
ჩვენ ვართ ორიენტირებული შედეგზე და გვსურს მივაღწიოთ მაღალ მიზნებს.
საქმისადმი ამგვარმა დამოკიდებულებამ ჩვენი ბიზნესი მკვეთრად გაზარდა.
ჩვენი არსებობის განმავლობაში:
  • 10000 დასაქმებულზე მეტი გადავიყვანეთ საშუალო და მაღალ პოზიციებზე ქართულსა და საერთაშორისო კომპანიებში.  
  • დავეხმარეთ 100,000-ზე მეტ ადამიანს ეპოვათ სასურველი სამსახური ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით www.hr.ge 
  • მივიღეთ შესაბამისი გამოცდილება რათა გავსულიყავით საქართველოს ფარგლებს გარეთ.
 
ჩვენი მისია:
  • დავეხმაროთ კომპანიებს საუკეთესო სამუშაო პერსონალის შექმნაში მაქსიმალური შედეგების მისაღწევად.
  • დავეხმაროთ მათ ვინც ეძებს სამსახურს საუკეთესო კარიერის შექმნაში.
  • გავზარდოთ არსებული პერსონალის პროფესიული დონე.
  • ამოვიცნოთ ახალი თაობის ლიდერები და დავეხმაროთ მათ ლიდერული თვისებების განვითარებაში
 
ჩვენი ფასეულობები:
 
პატიოსნება
ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ იმას რაც ნამდვილად შეგვიძლია. გვსურს ჩამოვაყალიბოთ პარტნიორული ურთიერთობა კლიენტებთან. როგორც პარტნიორი მოგახსენებთ გულწრფელ შეხედულებას თქვენთან არსებული რექრუიტინგის სისტემისა და მასთან დაკავშირებული სამომავლო სტრატეგიების შესახებ.
 
ერთიანობა
ჩვენ ვაწარმოებთ საქმიანობას პატიოსნად, ვმოქმედებთ ეთიკური ნორმების ფარგლებში და ყოველთვის ვითვალისწინებთ თუ რა არის საუკეთესო ჩვენი პარტნიორისთვის.
 
პატივისცემა
ყველა კომპანიას ვექცევით ყურადღებით და პატივს ვცემთ მათ ფასეულობებს. ვცდილობთ მაქსიმალურად გავზარდოთ ორივეს, პარტნიორი კომპანიისა და კანდიდატის სარგებელი.
 
უპირატესობა
ჩვენ ვმუშაობთ ეფექტურად და ვცდილობთ გადავლახოთ ყველა სახის წინააღმდეგობა, რათა დავაკმაყოფილოთ კლიენტის დინამიური მოთხოვნები. ჩვენ ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის მომსახურებას, რათა არ დავტოვოთ უკმაყოფილო, არც პარტნიორი კომპანია და არც კანდიდატი.
 
ლიდერობა
ჩვენ ვმუშაობთ ნოვატორული მეთოდებით, რათა ვითანამშრომლოთ მეტ კომპანიასთან და მოვიზიდოთ კანდიდატები. ჩვენი საქმიანობა ითვალისწინებს ერთიანობას, პატივისცემას, თანამშრომლობას და საქმისადმი თავდადებას.
 
გუნდური მუშაობა
ჩვენ ეფექტურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ კომპანიებთან, რათა ერთად დავისახოთ სამომავლო გეგმები და განვახორციელოთ პროექტები.
 
პასუხისმგებლობა
ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენ საქმიანობაზე და ვახორციელებთ დაკისრებულ ვალდებულებებს განსაზღვრულ დროსა და ბიუჯეტში.
 
 
დაგვიკავშირდით
 

უნივერსიტეტის ქ. #24 (GreenHill Residence)

თბილისი, საქართველო 

 

ტელეფონი:   (+995 322) 19 33 33; (+995) 577 02 71 48; (+995) 577 06 72 60 ; (+995) 577 21 34 35; (+995) 577 06 72 60

ელ. ფოსტა : info@hr.com.ge

 


ოფისის მისამართი:


შპს დასაქმების სააგენტო ეიჩარი

ვაჟა-ფშაველას გამზ. 71 -ოფისი 24

საფოსტო კოდი:0186

საგადასახადო კოდი: 204554259. რეგისტრირებულია საქართველოში.