კითხვა:
არის თუ არა ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ვაკანსია ნამდვილი?
პასუხი:
ვებ გვერდის ადმინისტრაცია ამოწმებს ყველა გამოქვეყნებული ვაკანსიის ვარგისიანობას, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ვერ ვიძლევით 100%-იან გარანტიას ინფორმაციის სრულ სისწორეში.
კითხვა:
ვერ ვაქვეყნებ განცხადებას.
პასუხი:
ა) განცხადების განსათავსებლად, გთხოვთ დაარეგისტრიროთ კომპანიის პროფილი საიტზე, ამისათვის მიჰყევით ბმულს: https://customer.hr.ge/customer/register და შეძლებთ ვაკანსიის ატვირთვას, ან გამოგვიგზავნეთ განსათავსებელი ტექსტი ელ-ფოსტაზე vacancy@hr.com.ge და ჩვენ ვუზრუნველყოფთ ვაკანსიის საიტზე განთავასებას.
ბ) თუ პრობლემა ტექნიკური ხასიათისაა მაშინ გთხოვთ დაუკავშირდეთ ვებ გვერდის ადმინისტრაციას, შემდეგ მისამართზე: info@hr.com.ge ან ტელეფონის ნომერზე: (+995 322) 19 33 33; (+995) 577 02 71 48; (+995) 577 06 72 60
კითხვა:
აღარ მსურს მივიღო შეტყობინებები ახალი ვაკანსიების შესახებ (როგორ გამოვრთო ან დავარედაქტირო ვაკანსიების e-mail-გამოწერა)
პასუხი:
1. მიყევით ბმულს: https://www.hr.ge/subscriber/subscription შეიყვანეთ თქვენი რეგისტრირებული ელ-ფოსტის მისამართი
2. რამდენიმე წუთში, თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ ლინქს, სადაც შეძლებთ თქვენი პირადი მონაცემების რედაქტირებას.
3. ლინქის საშუალებით შეძლებთ კატეგორიების არჩევას ან რედაქტირებას.
4. თუ აღარ გსურთ მიიღოთ ვაკანსიების ჩამონათვალი ჩვენი ვებ-გვერდიდან, ამოიღეთ ყველა კატეგორია და თქვენს ელ-ფოსტის მისამართზე ახალი ვაკანისების მიღების ფუნქცია ავტომატურად გაუქმდება.
კითხვა:
ეხმარება თუ არა HR.ge მათ ვინც ეძებს სამსახურს?
პასუხი:
დიახ, თუ თქვენ, ხართ დარეგისტრირებული ჩვენს საიტზე და პროფილი შევსებული გაქვთ 100%-ით, თქვენი მონაცემები შენახულია აქტიურ ბაზაში, რომელზეც წვდომა აქვს როგორც ჩვენი კომპანიის რეკრუიტინგულ განყოფილებას, ასევე 5 000 მდე სხვა კომპანიას, რომელიც დაინტერესებულია კადრების შერჩევით. კომპანია სასურველ კადრს ეძებს ბაზაში, სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით და შემდეგ უკავშირდება შერჩეულ კანდიდატს პროფილში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის მიხედვით.
კითხვა:
პროფილის დარეგისტრირების შემთხვევაში, იგზავნება, თუ არა ავტომატურად ჩემი რეზიუმე, საიტზე განთავსებულ ყველა ვაკანსიაზე.
პასუხი:
თქვენი რეზიუმე არ იგზავნება ყველა ვაკანსიაზე ავტომატურად.
კითხვა:
ვის შეუძლია ჩემი პროფილის ნახვა?
პასუხი:
თქვენს პროფილზე, წვდომა აქვს მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც არიან ჩვენთან რეგისტრირებულები.
თუ გსურთ, რომ კონკტერულად რომელიმე კომპანიას არ ჰქონდეს წვდომა თქვენს მონაცემებზე, შეგიძლიათ, შეადგინოთ კომპანიების შავი სია, ხოლო თუ დროებით აღარ გსურთ გამოჩნდეთ ბაზაში, აღარ გსურთ სამსახურის ახალი შემოთავაზების მიღება, შეგიძლიათ გამორთოთ თქვენი პროფილი (პროფილის გამორთვა, ხდება ჩანართიდან, პრეფერენციები და ფუნქციები)
კითხვა:
როგორ წავშალო ჩემი პროფილი?
პასუხი:
პროფილის წასაშლელად, გთხოვთ დაუკავშირდეთ საიტის ადმინისტრაციას.
კითხვა:
სად მოვიძიო CV-ის ფორმა.
პასუხი:
თქვენი პროფილის დარეგისტრირების შემდეგ შეგიძლიათ შეავსოთ ონლაინ CV-ს ფორმა. ცალკე ფაილად CV-ს ატვირთვა არ არის აუცილებელი.