23 დეკ - 21 იან
ცვლის უფროსი წარმოებაში
მცხეთის მუნიციპალიტეტი, ძეგვი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 - 2000
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:
მისამართი:
„ფაბრიკა 1900“ გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში. შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.

ჩვენ ვეძებთ ახალ თანამშრომელს, რომელიც ჩაერთვება წარმოების პროცესის ოპტიმიზაციის, დაგეგმარებისა და შესრულების ნაწილში და ვაცხადებთ ვაკანსიას თანამდებობაზე - ცვლის უფროსი წარმოებაში

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:
სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (თბილისიდან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)

ძირითადი მოვალეობები:
  • არსებული შეკვეთების შესაბამისად სამუშაო დღის, პროცესების დაგეგმვა და ადამიანური რესურსის მართვა;
  • შესასრულებული სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი, შეფერხებების იდენტიფიცირება, რეაგირება;
  • მზა პროდუქციის ხარისხისა და ჩაბარების ვადების კონტროლი;
  • კომპანიაში არსებული შრომის უსაფრთხოების პოლიტიკისა და ჰიგიენის ნორმების დაცვის კონტროლი;
  • თანამშრომელთა მხარდაჭერა, პრობლემების და/ან საჩივრების მოგვარებაში ჩართულობა;
  • წარმოების ხელმძღვანელთან კომუნიკაციის გზით წარმოების პროცესის ოპტიმიზაცია, სიახლეების ინიცირება და რეალიზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • წარმოებაში მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • შრომის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარები:
  • პროცესების მართვის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ტრანსპორტირება

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@fabrica1900.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ცვლის უფროსი წარმოებაში;

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, „ფაბრიკა 1900“-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

„ფაბრიკა 1900“ გისურვებთ წარმატებებს!

წარმოება/ოპერაციები
წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
ნახვები 41
უნიკალური ნახვები 34