დღეს - 07 იან
ვიპ
ლითონის საწარმოს ხელმძღვანელი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 5 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info.rcsolutionsltd@gmail.com
შპს “არ სი სოლუშენს”-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ლითონის წარმოება და საწარმოს ოპერირება, სადაც ხდება სხვადასხვა დანიშნულების ლითონის ანაკრების პროდუქციის წარმოება, ლითონის მცირე და საშუალო ზომის კონსტრუქციების წარმოება. ამასთან, კომპანია აწარმოებს სტანდარტულ საგზაო უსაფრთხოების ნიშნებს და ინდივიდუალურ საგზაო ნიშნებს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
შპს “არ სი სოლუშენს” აცხადებს ვაკანსიას ლითონის საწარმოს ხელმძღვანელის პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება: ლითონის საწარმოს ხელმძღვანელი
მდებარეობა: თბილისი, ფეიქართა ქუჩა
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ძირითადი მოვალეობები:
- უზრუნველყოს საწარმოს გამართული მუშაობა, საწარმოს ოპერირების მთელი ციკლის უზრუნველყოფა ნედლეულის შესყიდვის დაგეგმარების (უფლებამოსილ პირზე ინფორმაციის დროულად მიწოდება), პროდუქციის დასაწყობების, წარმოების, ხარისხის კონტროლის, მზა ნაწარმის შენახვისა და განაწილების ჩათვლით.
- უზრუნველყოს წარმოების გრაფიკის დაგეგმვა, ორგანიზება და მონიტორინგი.
- უზრუნველყოს წარმოების და ხარისხის კონტროლის ანალიზი პრობლემების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად.
- უზრუნველყოს პერსონალის მუშაობის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში ჩართვა სამუშაოს გაუმჯობესებისთვის.
- უზრუნველყოს წარმოებისთვის საჭირო მასალების შერჩევა, შეკვეთა და შეძენის პროცესის მონიტორინგი.
- უზრუნველყოს წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური დანადგარების შეკეთებისა და რეგულარული მოვლა-შენახვის ორგანიზება.
- უზრუნველყოს დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის ზედამხედველობა.
- კონსტრუქციული ნახაზების შედგენა.
- საწარმოო პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტბრუნვის კონტროლი
დასაქმებულს ამ თანამდებობაზე მოეთხოვება:
- განათლება: შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური განათლება
- კვალიფიკაცია: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება.
- უნარ-ჩვევები: დავალების ზედმიწევნით შესრულების უნარი. გუნდური მუშაობის უნარი. პერსონალის მართვის უნარი. ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა. დროის ეფექტურად მართვის უნარი. სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: info.rcsolutionsltd@gmail.com, ხოლო სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა. დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლების აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
შენიშვნა: შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
წარმოება/ოპერაციები
წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
ნახვები 209
უნიკალური ნახვები 197