15 იან - 14 თებ
სამონტაჟო ჯგუფის საოპერაციო მენეჯერი
თბილისი, თემქა
  • სრული განაკვეთი
  • 1500
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „გარანტი ჯგუფი“ garantigroup.ge ქართული კომპანიაა , რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ისეთ პროდუქციას როგორიცაა: მეტალო პლასტმასის და ალუმინის კონსტრუქცია, ფარდა-ჟალუზი, გარე დამცავი ჟალუზი, ფასადის სისტემები, ლითონის ნაკეთობები და სხვა. „გარანტი ჯგუფი“ მუდმივად აანალიზებს მსოფლიო ბრენდების ინდუსტრიულ სიახლეებს და მუშაობს ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტების დანერგვაზე.
კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. გუნდში შექმნილია თავისუფალი და მეგობრული გარემო რაც ასევე თანამშრომლების ლოიალობას და კეთილგანწყობას განაპირობებს.

კომპანია „გარანტი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას სამონტაჟო ჯგუფის საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ისაკიანის ქუჩა N1 (თემქა)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარიდან + (ხელზე ასაღები);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამონტაჟო ჯგუფების ჩასატარებელ სამუშაოთა გრაფიკის შედგენა;
  • მომხმარებელთან და სამონტაჟო ჯგუფთან კომუნიკაცია სამონტაჟო პერიოდისა და პროცესის/დეტალების შეთანხმების მიზნით;
  • სამონტაჟო პროექტების დეტალური განხილვა პროექტის ინჟინრებთან კოორდინაციაში
  • მონტაჟის პროცესის დაგეგმვა/ კოორდინირება/მონიტორინგი (კონსტრუქციები, დამატებითი მასალები, სამუშაოები, ვადები, ლოჯისტიკა);
  • სამონტაჟო ბრიგადების სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
  • სამონტაჟო სამუშაოთა განხორციელების ხარისხის კონტროლი; დამკვეთებთან შესაბამისი კომუნიკაცია;
  • სამონტაჟოდ საჭირო მასალების შესახებ საწყობის მენეჯერის ინფორმირება/მარაგების კონტროლი;
  • შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაციის დამუშავება დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
  • ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა
  • შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების უზრუნველყოფა ;
  • საქმიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ფუნქციების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით , უპირატესობა მიენიჭება ინჟინერიის , არქიტექტურის მიმართულებით;
  • შესასრულებელი სამუშაოების და ლოჯისტიკის დაგეგმვის გამოცდილება;
  • დაგეგმვის ტექნიკური აზროვნება და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა ; პრიორიტეტულია ექსელის მაღალ დონეზე ფლობა ;
  • გუნდის მართვის გამოცდილება და მენეჯერული

უნარები ;

  • გუნდური მუშაობის ,
  • სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნდარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@garantigroup.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „სამონტაჟო ჯგუფის მენეჯერი“

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

TOP მენეჯმენტი
საოპერაციო დირექტორი/COO
წარმოება/ოპერაციები
პროექტების მართვა
ნახვები 51
უნიკალური ნახვები 49