დღეს - 06 თებ
სტანდარტი
წარმოების ხელმძღვანელი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@tserti.ge
„წერტი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე ქ. თბილისში
კომპანია წერტი დაარსდა 2019 წელს და ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელია ისეთი პროდუქტების მიმართულებით, როგორიცაა - ნედლი ხორცი, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული და ა.შ.
ფუნქცია-მოვალეობები:
- არსებული წარმოების სისტემისა და მენეჯმენტის ანალიზი
- წარმოების მენეჯმენტის არსებული სისტემის გამოსწორება;
- წარმოების პროცესებისა და სისტემის ოპტიმიზაცია ფასების შემცირების მიზნით;
- ინსტრუქციების მიცემა წარმოების თანამშრომლებისთვის, მანქანა-დანადგარების მუშაობის, დასუფთავების და დეზინფექციის ინსტრუქციების კუთხით;
- პერიოდულად ახალ კალკულაციებზე მუშაობა და მათი შესრულების კონტროლი;
- ყოველ სამუშაო დღეს არსებული პროდუქციის რაოდენობის შემოწმება;
- კვირაში ერთხელ ყველა წარმოებული პროდუქციის შემოწმება;
- კვირაში ერთხელ სისუფთავის შემოწმება ფილიალების მასშტაბით;
- ყოველთვიური სამუშაო ცხრილის შედგენა წარმოების თანამშრომლებისთვის და მისი შესრულების მონიტორინგი;
- ახალი თანამშრომლების ტრენინგის პროცესში ჩართულობა;
- ჰასპის სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
- ყოველთვიური თანამშრომლების მოსვლა-წასვლის და მათი ადმინისტრაციული საკითხების კონტროლი;
- ზრუნვა წარმოების აღჭურვისა და გამართვისათვის;
- ზრუნვა ახალი პროდუქციის ათვისებისა და დანერგვისათვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- Excel-ის ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები;
ჩვენ გთავაზობთ:
- სადაზღვევო პაკეტს;
- განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
- გუნდურ, აქტიურ, დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად, სიახლეების შექმნაში ჩართვის შესაძლებლობას;
- ადგილმდებარეობა - ქ.თბილისი;
- სამუშაო განრიგი - კვირაში 5 დღე, 09:00-18:00;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tserti.ge 2025 წლის 7 თებერვალის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:
გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.
კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.
გისურვებთ წარმატებას!
წარმოება/ოპერაციები
წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა,
პროექტების მართვა
ნახვები 37
უნიკალური ნახვები 37