10 აპრ - 10 მაი
ბილინგის განყოფილების უფროსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი სს "გერმანული ჰოსპიტალი" - დაარსდა 2019 წელს. ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური გერმანელი და ქართველი პროფესიონალი ექიმებით. ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. კლინიკაში შესაძლებელია მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. სს "გერმანული ჰოსპიტალი" გამორჩეულია მყუდრო და კომფორტული გარემოთი.
გერმანული ჰოპსიტალი აცხადებს ვაკანსიას ბილინგის განყოფილების უფროსის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
  • კონტროლის განხორციელება სამედიცინო დოკუმენტაციის სისრულესა და ვალიდურობაზე;
  • პაციენტებთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მართვა;
  • პაციენტის შიდა და გარე გადაყვანის პროცესის კოორდინაცია რიგ ადმინისტრაციულ და ბილინგის საკითხებში;
  • პაციენტის გაწერის შემთხვევაში ისტორიის დახურვამდე ხარჯების შედარება პროგრამაში არსებულ მონაცემებთან, ყველა სხვა საჭირო ინფორმაციის შემდგომი გადამოწმება და დასტურის გაცემა გაწერაზე;
  • სოციალური მომსახურების სააგენტოს პორტალის ანგარიშგების მოდულში კალკულაციის ატვირთვა;
  • შესრულებისთვის მომზადებული დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება და შეთანხმებულ ვადებში უშუალო უფროსისთვის მიწოდება;
  • ბილინგის მოდულში შესაბამისი ოპერაციების განხორციელება;
  • დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი;
  • ერთეულის ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელი პროცედურების და გაიდლაინების განხორციელების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • სამუშოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისა დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: kobiashvilivano123@gmail.com
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 93
უნიკალური ნახვები 76