11 აპრ - 11 მაი
სკოლის დაწყებითის მასწავლებელი
თბილისი, ისანი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
„თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას სკოლის დაწყებითის მასწავლებლის 6 ვაკანტურ პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, შუამთის ქუჩა №21.
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში ხუთი დღე (ორშაბათი-პარასკევი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
  • უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
  • უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
  • უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული უნდა ჰქონდეს საგნობრივი კომპეტენცია;
  • უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
  • უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი;
  • უნდა იყოს 2015 წლამდე მოქმედი მასწავლებელი;
  • უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი.

კონკურსის ეტაპები:
  • განცხადებების გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება;
  • კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა მითითებულ ვადებში უნდა გააკეთონ განაცხადი https://teacherjobs.ge/ პლატფომის მეშვეობით და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები/ინფორმაცია:
  • პირადობის მოწმობა;
  • რეზიუმე (გთხოვთ, შეავსოთ სამუშაო გამოცდილების გვერდი, ამასთან, სრულყოფილად შევსებული cv გამოგვიგზავნოთ სკოლის მეილზე: gastbilisi@gmail.com);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დამატებით, სერთიფიკატი/სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც ადასტურებს, რომ შესაბამის პირს აქვს მასწავლებლობის უფლება (მასწავლებლის, გამოცდის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი). აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება არ ვრცელდება დოქტორის ხარისხის მქონე კანდიდატებზე;
  • სამოტივაციო წერილი.

კანდიდატის შერჩევის წესი:
კანდიდატს აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორის ბრძანებით შექმნილი სპეციალური საკონკურსო კომისია.

მასწავლებელი არ შეიძლება იყოს:
პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა;
პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამორთმეული აქვს პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
პირი, რომელიც ნასამართლევია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამორიცხვის მიზნით, მასწავლებლობის კანდიდატს, ვაკანტურ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში, მოეთხოვება შესაბამისი ცნობების წარმოდგენა.

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა გისურვებთ წარმატებებს.
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სკოლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: gastbilisi@gmail.com , გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დაწყებითის მასწავლებელი).
მეცნიერება/განათლება
სკოლის მასწავლებელი
ნახვები 137
უნიკალური ნახვები 134