19 აპრ - 19 მაი
სტანდარტი
სამედიცინო წარამომადგენელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია „ფარმკაპიტალი“ - აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარამომადგენლის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი (კვარტალური, წლიური) ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის სრულფასოვნად ცოდნა და პრომოციისთვის საჭირო სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება
  • გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება
  • სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება და კომპანიის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის სრულფასოვნად წარდგენა
  • სამედიცინო/სამეცნიერო ჯგუფური ღონისძიებების (მაგ. მრგვალი მაგიდა, სემინარი, კონფერენცია) ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება
  • სააფთიაქო ქსელების ობიექტების მონიტორინგი
  • მიმდინარე ანგარიშების წარმოება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად, შესრულებული სამუშაოების პერიოდული ანალიზი
  • გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის უზრუნველყოფა კომპანიის პროდუქტების მომხმარებლებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • ანალიტიკური უნარ-ჩვევები, გუნდთან მუშაობისა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint)
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა დაინტერესებული პირებს

გთხოვთ გამოგზავნოთ CV (რეზიუმე) და ფოტო შემდეგ მისამართზე: pharmcapitalotc@gmail.com საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია - სამედიცინო წარმომადგენელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კადნიდატებს.

კანდიდატის შერჩევა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:
  • CV (რეზიუმე) გადარჩევა;
  • სატელეფონო გასაუბრება და/ან წერითი გამოცდა
  • ინდივიდუალური გასაუბრება 2 ეტაპად.

CV (რეზიუმე) გამოგზავნის საბოლო ვადა: 10.05.2024

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს ფარმკაპიტალისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი, ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
სამედიცინო
სამედიცინო წარმომადგენელი
ნახვები 86
უნიკალური ნახვები 77