11 მაი - 26 მაი
სტარტი
იურისტი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური,თურქული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს ეიჩარ ფოინთი - აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე : ბათუმში
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი
თვიური ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
  • სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების პროექტების შედგენა და მათ განხილვაში მონაწილეობის მიღება;
  • ხელშეკრულებების სამართლებრივი შეფასება;
  • კონკრეტულ საქმეზე იურიდიული დასკვნის მომზადება;
  • კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაციის, ლიცენზიების ან სხვა საჭირო უფლებების მოსაპოვებლად დოკუმენტაციის მომზადება;
  • კომპანიის თანამშრომლებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;
  • ბრძანებების, ინსტრუქციების, პროექტების მომზადება;
  • სხვადასხვა სახის წერილებისა და განცხადებების მომზადება;

პიროვნული თვისებები:
  • პუნქტუალური;
  • შრომისმოყვარე;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ყურადღებიანი და დეტალებისადმი დაკვირვებული;
  • ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.

კვალიფიკაცია
  • უმაღლესი იურიდიული განათლება
  • სასურველია იყოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ან ჩაბარებული ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა
  • პროფესიით მუშაობის მინიმუმ 2- წლიანი გამოცდილება
  • სასურველია თურქული ენის ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნაც)
სააპლიკაციო დოკუმენტები
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • რეზიუმე (CV), (მიუთითეთ ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია);
  • სამოტივაციო წერილი
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის მოწმობა ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

სამუშაო განრიგი:
  • კვირაში 5 (ხუთი) სამუშაო დღე;
  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00დან 19:00 სთ-მდე;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV ქვემოთ მითითებულ მისამართზე hr@metro360.ge განცხადებების მიღების საბოლოო ვადაა 26.05.2024- მდე. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
იურიდიული
იურისტი
ნახვები 358
უნიკალური ნახვები 341