შემდეგი
01 მაი - 31 მაი
სტარტი
გაყიდვების ჯგუფის უფროსი
ქუთაისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: asokhadze@gpih.ge
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე ქუთაისში.
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
- საცალო გაყიდვების თანამშრომლებისგან დაკომლექტებული გუნდის ყოველდღიური მართვა და მხარდაჭერა;
- ახალი თანამშრომლების მოძიება და ინტეგრირება გუნდში;
- კომპანიის მიერ ყოველკვირეულად მინიჭებული ბაზების დამუშავება და აქტვიობების ასახვა CRM სისტემაში;
- გუნდისთვის კლიენტების მოძიება/მოზიდვისა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება საკუთარი ინიციატივითა და არხებით;
- გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციებსა და წამახალისებელ აქტივობებში მონაწილეობა;
ჩვენი მოთხოვნებია:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მაღალი მოტივაცია და პროფესიული განვითარების სურვილი;
- სრული უმაღლესი განათლება;
- ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვერბალური;
- სასურველია უცხო ენის ცოდნა;
- Microsoft Office-ის ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: asokhadze@gpih.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject”-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (გაყიდვების ჯგუფის უფროსი - ქუთაისი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 1 ივნისი.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 136
უნიკალური ნახვები 132