02 მაი - 01 ივნ
სამედიცინო დოკუმენტაციის ხარისხის მართვის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კლინიკა ჯერარსში ცხადდება ვაკანსია სამედიცინო დოკუმენტაციის ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი. კლინიკა „ჯერარსი“ (მუხიანის ქ., 2ა)

სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება (კლინიკურ დარგში)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • უპირატესობად ჩაითვლება ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:
  • სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის და კლინიკაში შემუშავებული წესების მიხედვით;
  • დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად დიაგნოზისა და განხორციელებული ჩარევების მართებულობის კონტროლი;
  • სამედიცინო შემთხვევის მართვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების(პროტოკოლები) გათვალისწინებით;
  • გამოვლენილი შენიშვნების და შემუშავებული რეკომენდაციების ელექტრონული აღრიცხვა;
  • სადაო კლინიკური საკითხების განხილვა დეპარტამენტის უფროსთან და კლინიკურ დირექტირთან ერთად.

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • დაკვირვებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@jerarsi.ge
სამედიცინო
სხვა (სამედიცინო)
ნახვები 180
უნიკალური ნახვები 167