08 მაი - 06 ივნ
სტანდარტი
ლოჯისტიკის მენეჯერი
თბილისი
LS-TECH
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია LS-TECH აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის პროდუქცია წარმოადგენს ელექტრო საინსტალაციო მასალების ფართო სპექტრს.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, სამგორის რაიონი
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გრაფიკზე

ძირითადი მოვალეობები:
  • იმპორტის და ექსპორტის წინასწარი განბაჟება ელექტრონულად RS.ge-ზე
  • სატრანსპორტო კომპანიების შერჩევა და მოლაპარაკებები
  • იმპორტის დოკუმენტების წინასწარ მოთხოვნა და მიღება
  • ექსპორტ-იმპორტის სრული ციკლის და საბაჟო ოპერაციების მონიტორინგი;
  • სატრანსპორტო კომპანიასთან მჭიდრო ურთიერთობა მთლიანი ტრანსპორტირების ციკლის განმავლობაში და ტვირთის სტატუსების კონტროლი და განახლება, მიწოდების ვადების კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში საბაჟო სპეციალისტთან კომუნიკაცია და გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების უზრუნველყოფა და სისრულეში მოყვანა განბაჟებისთვის.
  • საჭიროების შემთხვევაში საბაჟო პროცედურების და ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანის მონიტორინგი
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია საბაჟო და იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია სატრანსპორტო და საბაჟო ოპერაციების ცოდნა
  • აუცილებელია იმპორტ-ექსპორტის ხაზის და ტვირთის გადაზიდვის ეტაპების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერა/ვერბალური კომუნიკაცია);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • საკუთარი ავტომობილი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 2002.lstech@gmail.com, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკის მენეჯერი
ნახვები 195
უნიკალური ნახვები 187