29 მაი - 28 ივნ
ნედლეულის მტვირთავი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577209590
შპს "კრიალა" აცხადებს ვაკანსიას ნედლეულის მტვირთავის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ნედლეულის მიღება, დაცლა-დატვირთვა;
  • ნედლეულის სწორად შენახვისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;
  • ნედლეულის დახარისხება კატეგორიების მიხედვით;
  • დახარისხებული ნედლეულის წარმოებისთვის მიწოდება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • ენერგიული;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქიზიყის ქ. 50ბ.
სამუშაო განრიგი: კვირაში 6 სამუშაო დღე , ორშაბათი-პარასკევი 09:00 -17:00 სთ, შაბათი 09:00-15:00 სთ, კვირა დღე - დასვენება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@kriala.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 577209590;
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

შენიშვნა : შპს „კრიალას“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "კრიალა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში.
კომპანია " კრიალა", კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი
ნახვები 114
უნიკალური ნახვები 114