29 მაი - 28 ივნ
ცეკვა - თერაპევტი
თბილისი, საბურთალო, ბახტრიონის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
“ევექსი” საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
„ევექსი“ ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.
ვებგვერდი: https://evex.ge/ka/ Facebook: https://www.facebook.com/evexclinics/
შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!

ევექსი აცხადებს ვაკანსიას ცეკვა - თერაპევტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ევექსის ნეიროგანვითარების ცენტრი “კარავი”, საბურთალო, ბახტრიონის ქუჩა #10ბ

ძირითადი მოვალეობები:
  • ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება და გეგმის შედეგნა
  • წლიური გეგმის შესაბამისად ცეკვა-თერაპიისსეანსების ჩატარება
  • მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა
  • შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით
  • სამუშაო გარემოს მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში(მაგისტრის ხარისხი)
  • პროფესიული ქორეოგრაფიული განათლება
  • სპეციალური ტრენინგ - კურსი ცეკვა - თერაპიაში
  • სასურველია დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება, მათ შორის აუტიზმის მქონე ბავშვებთან
  • სასურველია ქცევითი თერაპიის საფუძვლების ცოდნა
  • სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (კითხვა და გაგება)

პიროვნული უნარები:
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა
  • ეფექტიანიკომუნიკაციის, ნდობის მოპოვების, მოსმენის, გაგების და ურთიერთობის დამყარების უნარი
  • თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
  • ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი, თანადგომისა და ემპათიის უნარი
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/cekva---terapevti/664
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს..
სამედიცინო
თერაპია/რეაბილიტაცია
ნახვები 118
უნიკალური ნახვები 118