29 მაი - 28 ივნ
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი
თბილისი, საბურთალო
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური,რუსული
“ევექსი” საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
„ევექსი“ ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.

ვებგვერდი: https://evex.ge/ka/

შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!

ევექსის ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი კარავი აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: კარავი, საბურთალო, ბახტრიონის ქუჩა #10ბ

ძირითადი მოვალეობები:
  • ბავშვის/მოზარდის განვითარების და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება;
  • საჭიროებისამებრ დამატებითი კვლევების დანიშვნა და მულტიგუნდთან ერთად შემთხვევის განხილვა;
  • შესაბამისი დიაგნოზის დასმა ICD10 კრიტერიუმების მიხედვით;
  • საჭიროებების განსაზღვრა;
  • თერაპიული კურსის შერჩევა;
  • მედიკამენტოზური მკურნალობის დანიშვნა და მართვა;
  • პაციენტი მდგომარეობის მონიტორინგი დინამიკაში.

ვაკანსიის მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • დიპლომისშემდგომი განათლება სპეციალობაში „ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრია“ - მოქმედი ლიცენზია;
  • ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრად მუშაობის გამოცდილება;
  • ძირითადი სკრინინგ და სადიაგნოსტიკო ტესტების საბაზისო ცოდნა;
  • ნეიროგანვითარებითი დარღვევების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.

ჩვენთან შენ მიიღებ:
  • ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
  • ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
  • 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
  • 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”
  • ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/bavshvta-da-mozardta-fsiqiatri/661
„ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
სამედიცინო
ფსიქიური ჯანმრთელობა
ნახვები 87
უნიკალური ნახვები 87