29 მაი - 28 ივნ
მუსიკა - თერაპევტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
“ევექსი” საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
„ევექსი“ ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.

ვებგვერდი: https://evex.ge/ka/

შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!

ევექსი აცხადებს ვაკანსიას მუსიკა - თერაპევტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ევექსის ნეიროგანვითარების ცენტრი “კარავი”, საბურთალო, ბახტრიონის ქუჩა #10ბ
ძირითადი მოვალეობები:
  • ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება და გეგმის შედეგნა
  • წლიური გეგმის შესაბამისად მუსიკა - თერაპიის სეანსების ჩატარება
  • მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა
  • შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით
  • სამუშაო გარემოს მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში(მაგისტრის ხარისხი)
  • მუსიკალური უმაღლესი ან პროფესიული განათლება
  • სპეციალური ტრენინგ - კურსი მუსიკათერაპიაში
  • სასურველია დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება, მათ შორის აუტიზმის მქონე ბავშვებთან
  • სასურველია ქცევითი თერაპიის საფუძვლების ცოდნა
  • სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (კითხვა და გაგება)
პიროვნული უნარები:
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა
  • ეფექტიანიკომუნიკაციის, ნდობის მოპოვების, მოსმენის, გაგების და ურთიერთობის დამყარების უნარი
  • თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
  • ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი, თანადგომისა და ემპათიის უნარი
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/musika---terapevti/662
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
სამედიცინო
თერაპია/რეაბილიტაცია
ნახვები 108
უნიკალური ნახვები 108