29 მაი - 28 ივნ
ქცევითი თერაპევტი
თბილისი, საბურთალო, ბახტრიონის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
“ევექსი” საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
„ევექსი“ ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.
ვებგვერდი: https://evex.ge/ka/
Facebook: https://www.facebook.com/evexclinics/
შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!

ევექსი აცხადებს ვაკანსიას ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ევექსის ნეიროგანვითარების ცენტრი “კარავი”, საბურთალო, ბახტრიონის ქუჩა #10ბ

ძირითადი მოვალეობები:
  • ბავშვის/მოზარდის განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასების პროცესში მონაწილეობა;
  • წლიური გეგმის შესაბამისად ქცევითი თერაპიის სეანსების ჩატარება;
  • მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა;
  • შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით;
  • სამუშაო გარემოს მომზადება;
  • ქცევითი თერაპიის სეანსებისათვის საჭირო სამუშაო მასალების დამზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში სავალდებულოა (სასურველია ბავშვთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია);
  • ქცევის გამოყენებითი ანალიზის სერტიფიკატის ფლობა;
  • ქცევის გამოყენებითი ანალიზის ბაზისური პრინციპების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ცოდნა;
  • სასურველია კლიენტთან მუშაობის ეთიკური პრინციპების ცოდნა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე;

პიროვნული უნარები:
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პუნქტუალობა და დროის სწორი მართვა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაციის და პრეზენტაციის კარგი უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირება;
  • კრიტიკული აზროვნების და წერის კარგი უნარი;

დაინტერესების შემთხვევაშუი, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/qceviti-terapevti/601
ევექსი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს
სამედიცინო
თერაპია/რეაბილიტაცია
ნახვები 187
უნიკალური ნახვები 176