29 მაი - 28 ივნ
კომუნიკაციის- ენისა და მეტყველების თერაპევტი
თბილისი, საბურთალო
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
ევექსის ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი კარავი აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: კარავი, საბურთალო, ბახტრიონის ქუჩა #10ბ

ძირითადი მოვალეობები:
  • ბავშვების შეფასება ენის, მეტყველების და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების, საარტიკულაციო აპარატის, კვების/ღეჭვის შესაძლებლობების მიმართულებით;
  • დარღვევათა დიფერენცია და შემდგომი ინდივიდუალური განვითარების გეგმების განხორციელება;
  • კომუნიკაციისთვის საჭირო სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
  • მუშაობა ბავშვებთან განსავითარებელ უნარებზე ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის მიმართულებით, ასევე კვებისა და პირის ღრუს ტაქტილურ სტიმულებზე საჭიროებისამებრ;
  • მშობელთა კონსულტირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
  • ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენა და განხორციელება;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ რეგულარული ჩანაწერების განხორციელება;
  • ბავშვთან ჩართულ სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა;
  • მშობლის განათლება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი სამუშაოები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრის ხარისხი;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ ორი წელი;
  • ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა;
  • ენა-მეტყველებისა და კვების განვითარების დარღვევების თავისებურებების ცოდნა;
  • აუცილებელია კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების მიმართულებით ცოდნის და კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფლობა.

პიროვნული უნარები:
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი, თანადგომისა და ემპათიის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის, ნდობის მოპოვების, მოსმენის, გაგების და ურთიერთობის დამყარების უნარი;
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
  • თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:

ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
სამედიცინო
თერაპია/რეაბილიტაცია
ნახვები 107
უნიკალური ნახვები 107