30 მაი - 29 ივნ
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის "თეგეტა რითეილის" გუნდში კერძო კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
  • თითოეული კლიენტის ჭრილში, გაყიდვების სამოქმედო გეგმის/სტრატეგიის შემუშავება;
  • პოტენციური კლიენტების მოძიებაზე მუდმივი ზრუნვა, პოტენციური და არსებული კლიენტების ბაზის მუდმივი განახლება;
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და მოლაპარაკების წარმოება კომპანიის მომსახურებით სარგებლობაზე (მოლაპარაკება სავაჭრო პირობებზე);
  • კორპორატიულ კლიენტთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება უშუალო უფროსთან და შესაბამისი ფორმის (ბრიფი) შედგენა;
  • შევსებული ფორმის (ბრიფის) შეთანხმება მენეჯმენტთან და ხელშეკრულების მომზადება შეთანხმებული პირობების მიხედვით.
  • კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა და ბაზის მართვა
  • კლიენტებთან სისტემატიური კონტაქტი მათ მიერ წამოჭრილი საკითხების შესწავლის და შესაბამისი რეაგირების მიზნით;
  • თითოეული კლიენტის შესწავლა და ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავება გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება/მიღწევის მიზნით;

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა
  • აუცილებელია ავტოსერვისის მიმართულებით ცოდნა/გამოცდილება;
  • სასურველია ავტომობილის აგებულების ცოდნა
  • აუცილებელია SAPსისტემაში მუშაობის გამოცდილება
  • აუცილებელია Excelსაშუალო დონეზე ცოდნა

მაშინ,
ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:
  • პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
  • მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1387

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

გაყიდვები
კორპორატიული კლიენტები (B2B)
ნახვები 130
უნიკალური ნახვები 130