06 ივნ - 06 ივლ
სტარტი
საერთაშორისო გადაზიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ფარმაცევტული კომპანია "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გადაზიდვების მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • იმპორტ-ექსპორტის ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზება;
  • საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვების ორგანიზება და ეკონომიკა.
  • ლოგისტიკის საკითხების დაგეგმვა და პროგნოზირება
  • საბაჟო და სატრანსპორტო გადაზიდვების კანონმდებლობის ცოდნა.
  • სახიფათო და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირების ორგანიზება
  • თერმოლაბირული ტვირთების ტრანსპორტირების ორგანიზება.
  • კონსოლიდირებული (გრუპაჟული) ტვირთების ტრანსპორტირების ორგანიზება.
  • სატრანსპორტო და საექსპედიციო კომპანიებთან ურთიერთობა.
  • ტვირთების დაზღვევა.
  • ტრანსპორტირების ოპტიმალური მარშუტის შემუშავება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სატრანსპორტო ან საექსპედიციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა – MS Excel, Word, Power Point და ა.შ.
  • ინგლისური ენის სრულყოფილ ფლობა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • შედეგზე ორიენტაცია;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:
  • ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
  • დიპლომის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 2 910238
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 05.07.2024 წ.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკის მენეჯერი
ნახვები 141
უნიკალური ნახვები 141