12 ივნ - 12 ივლ
სტანდარტი
ადმინისტრაციის ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს მეტროლოგი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციის ასისტენტის თაობაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოება;
  • დოკუმენტების ბეჭდვა, დასკანერება, შენახვა;
  • გ.ს. მარკირება/იდენტიფიცირება, აღრიცხვა, მიღება -საჭიროების შემთხვევაში;
  • შიდა ფორმების, წერილების, დოკუმენტების ტექსტის პროექტების შედგენა, გაგზავნა. შესაბამისი ჩანაწერების წარმოება, მათი მართვა და მონიტორინგი;
  • გზავნილების მომზადება და გაგზავნა, კურიერის გამოძახება, საკურიერო გზავნილების მიღება, შემოწმება.
  • კონტრაგენტებთან (პოტენციურ და არსებულ) კავშირი სხვადასხვა ელექტრონული თუ სოციალური ქსელის საშუალებით. მათი საკონტაკტო მონაცემების მოძიება და ინფორმაციის გადაცემა ადმინისტრაციის დავალების ფარგლებში;
  • სხვა საოფისე და კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი საქმიანობა.

უნდა იცოდეს:
  • პერსონალური კომპიუტერის გამოყენება, საოფისე კომპიუტერული პროგრამები მომხმარებლის დონეზე. ელექტრონული ფოსტის გამოყენება.
  • უცხო ენ(ებ)ის ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება.

უნდა იყოს:
  • შრომისმოყვარე, ყურადღებიანი, დეტალებზე და განვითარებაზე ორიენტირებული, კომუნიკაბელური.
  • ორგანიზებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;

შეეძლოს:
  • გუნდური მუშაობა;
  • სამუშაოს დროის დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი 191;
სამუშაო კვირის ხანგრძლივობა: 5 დღე. სამუშაო დღე: 09:00 – 18:00 სთ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: nmachitidze@yahoo.com; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი (ადმინისტრაციის ასისტენტი). განაცხადში დეტალურად აღწერეთ ყველა ის მონაცემი/ინფორმაცია, რაც დაგვეხმარება თქვენი კანდიდატურის შერჩევაში. განაცხადების შერჩევა მიმდინარეობს მათი შემოსვლის პარალელურად.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ადმინისტრაცია
ადმინისტრაციული თანაშემწე
ნახვები 3396
უნიკალური ნახვები 2968